ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო – ისრაელის იერიშებს სულ მცირე 20 000 ადამიანი ემსხვერპლა

ღაზის სექტორის „ჰამასის“ მიერ კონტროლირებად მთავრობაში აცხადებენ, რომ ს იერიშებს სულ მცირე 20 000 პალესტინელი ემსხვერპლა. „ალ-ჯაზირას“ ინფორმაციით, ღაზის სექტორის მთავრობის ცნობით, დაღუპულთა შორის სულ მცირე 8000 ბავშვი და 6200 ქალია.
„ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კონფლიქტის დაწყებიდან ყოველდღიურად დაახლოებით 300 ადამიანი იღუპება. საგანგებო სიტუაციების საკითხებში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული დირექტორის, რიჩარდ ბრენანის განცხადებით, მიაჩნია, რომ აღნიშნული მაჩვენებელი სანდოა.
ამასთან, ღაზის სექტორის ექიმები აცხადებენ, რომ დაღუპულთა რიცხვი, სავარაუდოდ, გაცილებით მეტია, რადგან მონაცემები არ შეიცავს ინფორმაციას დანგრეული შენობების ნანგრევებში დამარხული ცხედრების ან იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც საავადმყოფოებში არ მიუყვანიათ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – პრინციპული და საკვანძო მნიშვნელობისაა, მივიდეთ 26 ოქტომბერს არჩევნებზე და მხარი დავუჭიროთ ქვეყნის ღირსეულ მომავალს, მშვიდობის შენარჩუნებას და კეთილდღეობის ხარისხის გაუმჯობესებას

ირაკლი კობახიძე – თავდაცვის შესაძლებლობების განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ინვესტიციები ჩაიდება ეროვნულ სამხედრო მრეწველობაში – მომდევნო წლებიში 1000-ზე მეტი სამხედრო დაკმაყოფილდება ბინებით