თუ ზელენსკი იშვიათი მინერალების შეთანხმებიდან უკან დაიხევს, პრობლემები შეექმნება – ტრამპი

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა რომ ზელენსკი იშვიათი მინერალების შეთანხმებიდან უკან დახევას ცდილობს.
“ვფიქრობ, ზელენსკი ცდილობს უკან დაიხიოს იშვიათი მინერალების შეთანხმებიდან და თუ ამას გააკეთებს, მას პრობლემები შეექმნება, ძალიან დიდი პრობლემები”. – თქვა ტრამპმა Air Forc One-ზე ყოფნისას.
“ჩვენ შევთანხმდით იშვიათ მინერალებზე და ახლა ის [ზელენსკი] ამბობს, “იცით, მე მინდა ხელახლა გადავხედოთ მას. თუ ის აპირებს შეთანხმების გადახედვას, მას დიდი პრობლემები ექნება”. – აღნიშნა ტრამპმა.
მისი თქმით, ზელენსკის სურს, უკრაინა იყოს NATO-ს წევრი, თუმცა “კარგად იცის, რომ ეს არ მოხდება”.

ასევე დაგაინტერესებთ

მაკა ბოჭორიშვილი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე – გვექნება შესაძლებლობა მონაწილეობა მივიღოთ, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები საერთაშორისო არენაზე და ასევე, გაიმართოს ორმხრივი შეხვედრები

მაია ბუწაშვილი: „ნოროვირუსის“ აფეთქება აშკარად უკავშირდება საკვებს, რადგან შემთხვევები ერთდროულად გამოვლინდა 20 ბაღში – სასწრაფოდ უნდა გაირკვეს და გამოცხადდეს, რომელი საკვები იყო ვირუსით ინფიცირებული