სენაკში ავარიას ქვეითად მოსიარულე ცოლ-ქმარი ემსხვერპლა

სენაკში ავარიას ქვეითად მოსიარულე ცოლ-ქმარი ემსხვერპლა. შემთხვევა გუშინ, 20 დეკემბერს, საღამოს საათებში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მოხდა.
გოჩა და ნონა ბაღათურიები ქუჩაში მიდიოდნენ, რა დროსაც მათ სწრაფად მიმავალი ავტომობილი დაეჯახათ. ავტოავარიის ამსახველ კადრებში ჩანს, გადაჭარბებული სიჩქარით მიმავალი ავტომობილი როგორ ეჯახება ქვეითებს. ჭავჭავაძის ქუჩა, სადაც ავტოავარია მოხდა, შიდა, ქალაქის ქუჩაა, სადაც არის სავაჭრო ობიექტები, ბაზრობა, საცხოვრებელი სახლები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება სამ ეტაპად მოხდება – ფორმების რეალიზაცია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის 1–14 სექტემბრის პერიოდში, ხოლო მეორე და მესამე ეტაპებზე – ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება

კალაძე – საქართველო მშვიდი ქვეყანაა, სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და ყველას – რუსს, ყაზახს, უკრაინელს, შვეიცარიელს, იტალიელს, ამერიკელს, შეუძლია ჩამოვიდეს, დახარჯოს ფული და ბიზნესსაქმიანობა აწარმოოს – არავინ შეზღუდული არაა