შუახევის მუნიციპალიტეტში, წალკასა და ნინოწმინდაში საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტში, მთავარი საახალწლო ნაძვის ხე აინთო. ადგილობრივების საახალწლო განწყობაზე ბენდი “117” ზრუნავდა. შუახევი წელს ახალი ილუმინაციებითა და განათებებით მოირთო. საახალწლო ილუმინაციები პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადაეცა.
წალკაში, ქალაქში მთავარ ნაძვის ხესთან ერთად დამონტაჟებული განათებები და ილუმინაციებიც აინთო, რომელიც მუნიციპალიტეტს პრემიერის დავალებით გადაეცა. გაიმართა საახალწლო კონცერტი. საღამო ფოიერვერკით დასრულდა. მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, წალკაში კიდევ ერთ ღონისძიება 29 დეკემბერს გაიმართება.
საზეიმოდ აინთო საახალწლო ნაძვის ხე ნინოწმინდაშიც. ჰაოს-ქართლოსის პარკში ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებაც გაიმართა. ნინოწმინდა იმ 63 მუნიციპალიტეტს შორის არის, რომელსაც პრემიერ-მინისტრის დავალებით, საახალწლო ილუმინაციები საჩუქრად გადაეცა. კიდევ ერთი საახალწლო ღონისძიება და გალა კონცერტი ნინოწმინდაში 23 დეკემბერს შედგება.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი სამხარაძე: მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მშვიდობიანი გზით ხელისუფლების დათმობას არ აპირებდა, სწორედ ერისკაცმა შეძლო იმ ცვლილების განხორციელება, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს გამარჯვებით დასრულდა. დღეს ბევრს სურს ამ ისტორიული გამარჯვების საკუთარ თავზე მიწერა, თუმცა ამ პროცესის მთავარი მამოძრავებელი ძალა ბიძინა ივანიშვილი იყო

გურამ მაჭარაშვილი EPP-ის რეზოლუციაზე: როდესაც ევრობიუროკრატები ასე საუბრობენ საქართველოზე, რომელიც, მათივე ინსტიტუტების კვლევების მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა პირობას აკმაყოფილებს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ისინი თავად არიან დიქტატორები