უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ფრონტზე 89 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა

უკრაინის რამდენიმე ოლქში დრონებით თავდასხმის გამო საჰაერო განგაში გამოცხადდა. გავრცელდა ინფორმაცია კიევის ოლქში საჰაერო თავდაცვის მუშაობის შესახებ.
რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქში ქალაქი ტორეცკი დაბომბეს, შედეგად დაზიანდა სახანძრო-სამაშველო განყოფილების შენობა.
პოლტავის ოლქში დრონის ნამსხვრევებმა საცხოვრებელი სახლი დააზიანა, წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.
14-ჯერ დაიბომბა სუმის ოლქის 6 სასაზღვრო დასახლება, დაფიქსირდა 62 აფეთქება. საღამოს, თავდაცვის ძალებმა სუმის ოლქსა და დნიპროპეტროვსკის ოლქში 4 დრონი ჩამოაგდეს. ღამით, აფეთქებების ხმა გაისმა ოკუპირებულ მარიუპოლშიც.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში თავდაცვის ძალებსა და რუს ჯარებს შორის ფრონტზე 89 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა. თავდაცვის ძალებმა, დნეპრის მარცხენა სანაპიროზე, მოწინააღმდეგის 29 შეტევა მოიგერიეს.
აშშ-ის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ რუსული ჯარები მიწის გაყინვას ელიან, რათა აღმოსავლეთ ში, ავდიივკას მიმართულებით შეტევითი ოპერაციები გააძლიერონ.
აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერის, ს თქმით, თეთრი სახლი იმედოვნებს, რომ კონგრესი უკრაინის 61 მილიარდი დოლარის დაფინანსების მოთხოვნას იანვარში მიიღებს, რადგან რუსეთთან ომის ფონზე კიევის მხარდაჭერა შენარჩუნდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ხელი მოეწერა განკარგულებებს, რომელიც ითვალისწინებს რამდენიმე ათეული საფეხბურთო ცენტრის შექმნას მთელი ქვეყნის მასშტაბით, ეს არის ინვესტიცია არა მხოლოდ მაღალი მიღწევების სპორტში, ეს არის ინვესტიცია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი პაატა ჩადუნელი: მზად ვარ, რომ ხაშურისთვის მაქსიმალური გავაკეთო – ჩვენი გუნდი გააგრძელებს იმ პროექტებს, რომლებიც შექმნის გამართულ ინფრასტრუქტურას მუნიციპალიტეტში