ისრაელმა ღაზის სექტორის სამხრეთში მდებარე ქალაქ ხან იუნისის დიდი ტერიტორიიდან ევაკუაციის ბრძანება გასცა

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ამბობს, რომ ისრაელმა ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში მდებარე ყველაზე დიდი ქალაქის, ხან იუნისის დიდი ნაწილის ევაკუაციის ბრძანება გასცა.
გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისი (OCHA) ამბობს, რომ ისრაელმა გამოაქვეყნა რუკები, სადაც ნაჩვენებია ახალი ტერიტორიები, რომლებიც მოიცავს ხან იუნისის ქალაქის დაახლოებით 20 პროცენტს, რომლებიც მონიშნულია ევაკუაციისთვის.
მათივე ცნობით, საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე, ამ ტერიტორიაზე 110 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა. გარდა ამისა, ქალაქში 32 თავშესაფარი მდებარეობდა, სადაც დამატებით 140,000 ლტოლვილი აფარებდა თავს, უმეტესობა დევნილი იყო ღაზის ჩრდილოეთ ნაწილიდან.
გუშინ, 20 დეკემბერს, ს თავდაცვის ძალებმა გაავრცელა განცხადება, რომ ქალაქ ხან იუნისში ათობით ტერორისტისა და ტერორისტული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ოპერაციები ჩატარდა.