რუსთავში გურამიშვილის, 9 ძმა ხერხეულიძის, შევჩენკოსა და ლერმონტოვის ქუჩების რეაბილიტაცია დასრულდა

რუსთავში კიდევ ერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი სრულდება. პროექტი, 9 ძმა ხერხეულიძის, გურამიშვილის, ლერმონტოვის, შევჩენკოს ქუჩებისა და ამ ქუჩების დამაკავშირებელი გზების რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
ამჟამად მიმდინარეობს საავტომობილო გზის დახაზვა. პროექტი ცენტრალური და რუსთავის ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება თითქმის 4 მილიონი ლარია.
სამუშაოებს რუსთავის მერი მოადგილესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურთან ერთად გაეცნო.
“რუსთავში დასრულდა კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მსხვილი პროექტი. დასრულებულია გურამიშვილის, 9 ძმა ხერხეულიძის, შევჩენკოსა და ლერმონტოვის ქუჩები. დარჩა, მხოლოდ გამწვანებითი სამუშაოები, რომელსაც უახლოეს პერიოდში დავამატებთ. ამ ქუჩებზე სრულად გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, დაიგო ახალი გზის საფარი და მოსახლეობისთვის გაუმჯობესდა საფეხმავლო ნაწილი”, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.