მედია: ცემა ფეისბუქ პოსტის გამო – თავდასხმის უკან ფოთის მერის სამეგობრო დგას (ვიდეო)

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეოს გამო ფოთში მამაკაცი სცემეს. ჯგუფური თავდასხმის უკან ფოთის მერის ბექა ვაჭარაძის მეგობრები დგანან.

მოძალადეებმა ვლადიმერ ამბალიას სამსახურში – ავტოსამრეცხაოში ღამით მიაკითხეს და გონების დაკარგვამდე სცემეს. თავმდასხმელებს ორი მოთხოვნა ჰქონდათ: მოქალაქეს “ოცნების” მაღალჩინოსნის ლანძღვა შეეწყვიტა და წაეშალა ფეისბუქზე გამოქვეყნებული ვიდეომასალა, სადაც საჯარო მოხელის კრიტიკა ისმის.

ჯგუფური ძალადობა არასრულწლოვანი ბავშვის თანდასწრებით და პოლიციიის სიახლოვეს მოხდა. დაზარალებულს კლინიკაში მისვლა დასჭირდა. მას ცემის კვალი სახესა და ზურგზე აღენიშნება.

თავდასხმიდან ერთი დღე გავიდა, მაგრამ პოლიციას ვიდეოკადრებში ფიგურანტი პირები გამოკითხვაზეც კი არ დაუბარებია.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სამუშია – „ქართული ოცნება“ მშვიდობის ნიღბით შენიღბული ქვეყნის უბედურებაა – მოქალაქეების მიმართ ყველგან ზეწოლაა, თავად კი სახლში ოქროს ზოდებს ინახავენ და ათი ათასობით ხელფასს ინიშნავენ