შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარება მეტ-ნაკლებად კერძო სექტორისა და ეკონომიკის ზრდაზეა დამოკიდებული – ამის შესახებ BMGDrive-ის ეთერში კრეატიული სააგენტო Playmakers-ის მმართველმა პარტნიორმა, ნუკა შევარდნაძემ ისაუბრა.
“იქიდან გამომდინარე, რომ შემოქმედებითი ინდუსტრია არ არის ცალკე მდგომი, თვითმყოფადი სფერო, ნებისმიერი შემოქმედებითი გადაწყვეტა არის სხვისთვის, დამკვეთისთვის, თუ რამდენად გავშლით ფრთებს და რამდენად ინოვაციური იქნება ინდუსტრია, ნაწილობრივ დამოკიდებულია იმაზე, ვინ არის მეორე მხარეს. ის რაც ხდება ეკონომიკაში, ბიზნესში, ქვეყანაში, მაინც აისახება შემოქმედებით ინდუსტრიაზე.
