„ჰამასის“ ხელმძღვანელი – ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებას დავთანხმდით

“ჰამასი” დათანხმდა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას, რომელიც შუამავლებისგან, ეგვიპტისა და კატარისგან, ორი დღის წინ მიიღო, – Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ “ჰამასის” ხელმძღვანელმა, ხალილ ალ-ჰაიამ განაცხადა.
“ორი დღის წინ მივიღეთ წინადადება ეგვიპტელი და კატარელი შუამავლებისგან. დადებითად განვიხილეთ და მივიღეთ”, – განაცხადა ხალილ ალ-ჰაიამ.
ამასთან, წყაროებმა უსაფრთხოების სამსახურიდან Reuters-ს განუცხადეს, რომ ეგვიპტემ მიიღო დადებითი მინიშნებები ისრაელისგან ცეცხლის შეწყვეტის ახალ წინადადებასთან დაკავშირებით.
წყაროების ცნობით, წინადადება ითვალისწინებს „ჰამასის“ მიერ ყოველ კვირას ხუთი ისრაელელი მძევლის გათავისუფლებას.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმა განაცხადა, რომ მან გამართა კონსულტაციების სერია შუამავლებისგან მიღებული წინადადების მიხედვით და რომ ისრაელმა შუამავლებს გადასცა კონტრწინადადება შეერთებულ შტატებთან სრული კოორდინაციით.
Reuters-მა ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისს მიმართა შეკითხვით, ისინიც დათანხმდნენ თუ არა ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას, მაგრამ პასუხი არ მიუღია.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯაბა ზარქუა: შაქარზე რომ თქვა იმ ბიზნესმენმა თემქაზე უფრო იყიდება, ვაკეში ყურადღებას არ აქცევენო, ეგ სალაზღანდარაოდ კი ავიგდეთ მაგრამ სინამდვილეში სოციალური უთანასწორობის სიმპტომია

ლაშა ტუღუში „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიშის შესახებ „ქართული ოცნების“ განცხადებებზე – არასერიოზულია ის რეაქცია, რომელსაც დღეს ვისმენთ – სასაცილოა ამათი პოზიციონირება