ნი­კი­ტა მი­ხალ­კო­ვი: …მივ­ხვდი, რომ ქარ­თვე­ლის ხიბ­ლი ჩემს ყვე­ლა სი­ტყვას ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში გა­და­წო­ნი­და

ცნო­ბი­ლი რუსი რე­ჟი­სო­რი, კრემ­ლის მხარ­დამ­ჭე­რი ნი­კი­ტა მი­ხალ­კო­ვი გა­და­ცე­მა Nadezhda Strelets-ის ახა­ლი ეპი­ზო­დის სტუ­მა­რი იყო. ვრცელ ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რა პო­ლი­ტი­კურ პო­ზი­ცი­ა­ზე, კო­ლე­გებ­თან კონ­ფლიქ­ტებ­სა და ქა­ლიშ­ვი­ლის, ნა­დეჟ­დას ქარ­თველ რე­ჟი­სორ რეზო გი­გი­ნე­იშ­ვილ­თან კრა­ხით დას­რუ­ლე­ბულ ქორ­წი­ნე­ბა­ზე.

ნი­კი­ტა მი­ხალ­კო­ვი:

“მე არ დავ­თან­ხმდი ბავ­შვე­ბის არ­ჩე­ვანს, მაგ­რამ მივ­ხვდი, რომ თუ ჩა­ვე­რე­ო­დი, უფრო გა­უ­ა­რეს­დე­ბო­და სი­ტუ­ა­ცია. შე­დე­გად, ამ არ­ჩე­ვან­მა ისი­ნი სას­ტი­კად და­სა­ჯა. ნა­დი­ა­ზე ვსა­უბ­რობ. მე არ მით­ქვამს მის­თვის, რომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჩემ­თვის მი­სა­ღე­ბი არ იყო. მას თა­ვი­დან ეს არ ეს­მო­და, რად­გან მივ­ხვდი, რომ ქარ­თვე­ლის ხიბ­ლი ჩემს ყვე­ლა სი­ტყვას ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში გა­და­წო­ნი­და.

მაგ­რამ რო­დე­საც და­შო­რე­ბა გა­და­წყვი­ტეს, ნა­დი­ას ვუ­თხა­რი: “გა­უძ­ლებ, ეს უნდა მი­იყ­ვა­ნო ლო­გი­კურ და­სას­რუ­ლამ­დე. შენ უნდა გა­ი­ა­რო ეს ყვე­ლა­ფე­რი, ეს შენი გზაა. ამ პრო­ცე­სი­დან სხვა ადა­მი­ა­ნი გა­მოხ­ვალ”.

რეზო გი­გი­ნე­იშ­ვილ­მა ნა­დეჟ­და­ზე, პირ­ველ ცოლ­თან სკან­და­ლუ­რად და­შო­რე­ბის შემ­დეგ იქორ­წი­ნა. რე­ჟი­სო­რის პირ­ვე­ლი ცოლი შოუ “ვარ­სკვლა­ვე­ბის ფაბ­რი­კის” მო­ნა­წი­ლე ანას­ტა­სია კო­ჩეტ­კო­ვა გახ­და. მათ ერ­თმა­ნე­თი ჯერ კი­დევ მა­შინ გა­იც­ნეს, რო­დე­საც ახალ­გაზ­რდა მომ­ღე­რა­ლი 17 წლის იყო. ანას­ტა­სი­ას მშობ­ლე­ბი კა­ტე­გო­რი­უ­ლად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბოდ­ნენ ამ ქორ­წი­ნე­ბას, რად­გან გო­გო­ნას ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბის­თვის ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდად მი­იჩ­ნევ­დნენ. წყვი­ლი არა­ერ­თხელ და­შორ­და ერ­თმა­ნეთს, თუმ­ცა ისევ რიგ­დე­ბოდ­ნენ. სა­ბო­ლო­ოდ, ქორ­წი­ნე­ბა მა­ინც დას­რულ­და. რე­ზოს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ერთი გო­გო­ნა ჰყავს.

მალე გი­გი­ნე­იშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბა­ში ახა­ლი ქალი გა­მოჩ­ნდა. ნა­დეჟ­და მი­ხალ­კო­ვა გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე გა­იც­ნო. 4 წლის შემ­დეგ სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია ქორ­წი­ნე­ბით გაგ­რძელ­და. წყვილ­მა კა­ხეთ­ში, ბოდ­ბის უძ­ვე­ლეს მო­ნას­ტერ­ში და­ი­წე­რა ჯვა­რი. ქორ­წი­ლი კი წი­ნან­დალ­ში გა­და­ი­ხა­დეს.

იმ­ჟა­მად ამ ქორ­წი­ნე­ბა­ზე რო­გორც რუ­სუ­ლი, ასე­ვე ქარ­თუ­ლი მე­დია ბევ­რს წერ­და, რად­გან ქორ­წილს ქარ­თუ­ლი შო­უ­ბიზ­ნე­სის ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი და პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ. ქორ­წილს და­ეს­წრო იმ­ჟა­მინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლიც.

წყვილს ორი შვი­ლი, ქალ-ვაჟი – ნინა და ივა­ნე შე­ე­ძი­ნათ. და-ძმა ერ­თსა და იმა­ვე დღეს, 21 მა­ისს და­ი­ბა­და, 2011 და 2013 წლებ­ში.

2016 წელს რუ­სულ მე­დი­ა­ში წერ­დნენ, რომ წყვი­ლი გან­ქორ­წი­ნე­ბის ზღვარ­ზე იყო. მა­შინ რე­ჟი­სორ­მა ინ­ტერ­ვი­უ­ში ჭო­რე­ბი უარ­ყო და გა­ნა­ცხა­და, რომ და­შო­რე­ბა­ზე არც კი ფიქ­რობ­დნენ. თუმ­ცა, 2017 წლის სექ­ტემ­ბერ­ში ნა­დეჟ­დამ ოფი­ცი­ა­ლუ­რად შე­ი­ტა­ნა გან­ცხა­დე­ბა გან­ქორ­წი­ნე­ბა­ზე.