მიანმაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1000-ს აღწევს, ბევრი კვლავ დაკარგულია

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, მიანმაში (ყოფილი ბირმა) მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1000-ზე მეტს მიაღწია. მოელიან, რომ მეტია დაღუპული საკუთრივ ომის შედეგად განადგურებულ ამ ქვეყანაში და მეზობელ ტაილანდში.

მიანმას სამხედრო მთავრობამ 29 მარტს განაცხადა, რომ 1002 ადამიანი დაიღუპა რეგიონში მიწისძვრის შედეგად, ხოლო ტაილანდის ხელისუფლების თანახმად, ამ დროისთვის სულ მცირე, 10 დაღუპული იპოვეს.
მიანმაში (ყოფილი ბირმა) 7,7 მაგნიტუდის მოხდა 28 მარტს. ეპიცენტრი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ საგაინიდან ჩრდილო-დასავლეთით 16 კილომეტრში მდებარეობდა.
28 მარტს, ადგილობრივი დროით დღის პირველი საათისთვის მომხდარი მიწისძვრიდან დაახლოებით 12 წუთის შემდეგ -ის გეოლოგიურმა სამსახურმა კიდევ ერთი, 6,4 მაგნიტუდის ბიძგი აღნუსხა.
დანგრეულია სახლები და სხვა შენობები, ხიდები და გზები.
მაშველებმა მიანმაში 29 მარტს განაგრძეს შესაძლო გადარჩენილების ძებნა შენობების ნანგრევებში.
სამხედრო ხელმძღვანელობამ უცხოეთიდან ასობით მაშველის ჩასვლის უფლება გასცა.
მთავრობამ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა ექვს რეგიონში.

ოპოზიციური ეროვნული ერთიანობის მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა ადრე, რომ სამხედრო ხუნტის მოწინააღმდეგე ძალები, რომლებიც ცნობილია როგორც სახალხო თავდაცვის ძალები, ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევენ მოსახლეობას.

ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ბაჩო ახალაია პროკურორს – ვინც ეს დაგავალა, გადაეცი: საფლავიდან ამოგთხრი – სხდომის დახურვის წინააღმდეგი ვარ – ტერორისტია, ვინც მეგობრების წინააღმდეგ ჩვენების მიცემას მთხოვდა, მე ტერორისტებთან მოლაპარაკებას არ ვაწარმოებ

ბაჩო ახალაია პროკურორს – სხდომის დახურვის წინააღმდეგი ვარ – ტერორისტია ის, ვინც ჩემი მეგობრების წინააღმდეგ ჩვენების მიცემას მთხოვდა და ვინც ჩემი ცოლ-შვილი მძევლად აიყვანა – ვინც ეს დაგავალა, გადაეცი: საფლავიდან ამოგთხრი