“სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის კუთხით საქმის შეკერვას ცდილობენ” – ქაცარავას თქმით, მისი სახელით დეზინფორმაცია ვრცელდება

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი იტყობინება, რომ მისი სახელით დეზინფორმაცია ვრცელდება. ირკვევა, რომ დავით ქაცარავს სახელით, ჰოლანდიური ნომრიდან მოქალაქეებს შეტყობინებებს უგზავნიან, ხალხს წერენ, რომ თითქოს “ვეტერანები გაერთიანებას და ახალი საქართველოს შექმნას აპიებენ”.
თავად ქაცარავა ფაქტს აქტივისტების განეიტრალების მცდელობად აფასებს.
ეს არის უნიჭო მცდელობა შეიკეროს საქმე სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის კუთხით – წერს დავით ქაცარავა.
დღეს გამომიგზავნეს watsup ჩათის სქრინები, სადაც ე.წ. “ჰოლანდიური” ანონიმური ნომრიდან ჩემი სახელით მოხდა კომუნიკაცია ჩემთვის უცნობ ადამიანთან, რომელსაც “ჰოლანდიელი ორეული” უყვებოდა და აცნობდა გეგმას, რომ “ვეტერნები” ვაპირებთ “გაერთიანებას” და “ახალი საქართველოს” შექმნას.
ამ გზავნილების ადრესატისთვის ძალიან უცხო გამოდგა ეს მესიჯები და კომუნიკაციაში არ შესულა.
სქრინები შეგიძლიათ ნახოთ.
ეს არის უნიჭო მცდელობა შეიკეროს საქმე სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის კუთხით.
დიდი ალბათობით, მალე ვიხილავთ ამ უნიჭო და გაუნათლებელი ხიხოების მორიგ “შედევრს”, რომლითაც ქოცები შეეცდებიან ჩემი და სხვა აქტივისტების განეიტრალებას.
უბრალოდ შეხსენებისთვის:
დრონი მეფობენ ქოცებო, დრონი”.- წერს ქაცარავა.

ასევე დაგაინტერესებთ

,,ლელო – ძლიერი საქართველო” დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებზე – ,,ქართული ოცნება” ავტორიტარიზმის ახალ სიმაღლეებს იპყრობს და ხალხს ფინანსური რეპრესიების წნეხში ატარებს – ცვლილებებს გავასაჩივრებთ

ანა წითლიძე: ჩვენ დღეს რასაც ვუყურებთ არის ის რომ ერთ კორუმპირებულ კლანს ანაცვლებს მეორე კორუპირებული კლანი. საქართველოს მოქალაქეებისთვის არაფერი იცვლება. არც პროდუქტებზე ფასები დაიკლებს, არც კორუფცია მოისპობა (ვიდეო)