ძალიან მწარე სიმართლე – მამუკა მდინარაძე

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შესახებ, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენები განიხილება, რადიკალური ოპოზიციის შეფასებებს ეხმიანება და წერს, რომ “კოლექტიურ ნაცმოძრაობას გასაგებ მიზეზთან ერთად, ძალიან აწუხებთ კომისიის გამოძიება აგვისტოს ომის თემაზე, სადაც დადგინდა, რომ ცეცხლის გახსნის ბრძანება მიხეილ სააკაშვილმა გასცა 2008 წლის 7 აგვისტოს 23 საათსა და 45 წუთზე.
ნაციონალურმა მოძრაობამ ინფორმაციის არსებობის მიუხედავად, არ გააფრთხილა კოდორის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა და ომიდან ორი თვის თავზე მხარი დაუჭირა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას, რომლითაც: აღიარეს ომის დაწყება! ქართველ სამხედროებს დააბრალეს ომის დანაშაული!”.
მდინარაძის თქმით, “სწორედ ამის გადაფარვას ცდილობენ ბოლო ორი დღის განმავლობაში ატეხილი ისტერიით!”
უმრავლესობის ლიდერი ასევე, ბოდიშს უხდის საზოგადოებას სოციალურ ქსელში გავრცელებული ე.წ სქრინის გამო, ვისაც მოუწია მისი და აქციის ერთ-ერთი მონაწილის მიმოწერის წაკითხვა.
მდინარაძის თქმით, “საკმაოდ ვრცელი მიმოწერიდან მხოლოდ მცირე მონაკვეთი გაასაჯაროვა და მოიტყუა, რომ თითქოს თავად არ იყო შეურაცხყოფის ინიციატორი”.
მისივე თქმით, ასეთი მდარე მანიპულაციებით საზრდოობს ნაცური პიარი.
“ძალიან მწარე სიმართლე!
ორი დღეა სრული ისტერიაა კოლექტიურ ნაცმოძრაობაში.
გასაგებ მიზეზთან ერთად, მათ ძალიან აწუხებთ კომისიის გამოძიება აგვისტოს ომის თემაზე, სადაც:
დადგინდა, რომ ცეცხლის გახსნის ბრძანება მიხეილ სააკაშვილმა გასცა 2008 წლის 7 აგვისტოს 23 საათსა და 45 წუთზე. ამას თავად დავალების მიმღები გენერალი გოგავაც ადასტურებს.
⁠ნაციონალურმა მოძრაობამ ინფორმაციის არსებობის მიუხედავად, არ გააფრთხილა კოდორის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა, რითაც სიკვდილისთვის გაწირა საკუთარი ქვეყნის ათასობით მოქალაქე.
⁠ომიდან ორი თვის თავზე მხარი დაუჭირა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას, რომლითაც:
აღიარეს ომის დაწყება!
ქართველ სამხედროებს დააბრალეს ომის დანაშაული!
შესაბამისად, ის ადამიანები, რომლებიც დღეს ანწუხელიძის სახელს ეფარებიან, არიან ანწუხელიძისა და სხვა გმირი სამხედროებისთვის ომის დანაშაულის დაბრალების მხარდამჭერები, რუსების სასარგებლოდ!
სწორედ ამის გადაფარვას ცდილობენ ბოლო ორი დღის განმავლობაში ატეხილი ისტერიით!
P.S. ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, ვისაც მოუწია ჩემი და იმ ადამიანის მიმოწერის წაკითხვა, ვინც დაგეგმილი და ორგანიზებული კამპანიის ფარგლებში, ათობით ადამიანიდან ერთ-ერთმა, უსაზიზღრესი სიტყვებით, პირადი მიმოწერის დროს, დაიწყო შეურაცხყოფა და როგორც კი თქვა, რომ გოგო იყო (რისი წარმოდგენაც მის მიერ გამოყენებული სიტყვების გამო აქამდე შეუძლებელი მეგონა:), ბუნებრივია, აღარ გავაგრძელე იმ ფორმით პასუხის გაცემა…
საკმაოდ ვრცელი მიმოწერიდან მხოლოდ მცირე მონაკვეთი გაასაჯაროვა და მოიტყუა, რომ თითქოს თავად არ იყო შეურაცხყოფის ინიციატორი. ზოგადად, ასეთი მდარე მანიპულაციებით საზრდოობს ნაცური პიარი…
კარგი იქნება ასეთმა ხალხმა გაათვიცნობიეროს, როგორი ფორმით, რაში და რისთვის იყენებენ ანწუხელიძეზე ომის დანაშაულის დამბრალებლი ანტიეროვნული ძალები!”- წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

საერთაშორისო დამკვირვებელი: ჩვენს მიერ ჩატარებული გამოკითხვით დგინდება, რომ ამომრჩეველი ენდობა წინასაარჩევნო, საარჩევნო და არჩევნების შემდგომ პროცესსაც – რამდენიმე საარჩევნო უბანზე ვიყავით, არც ერთი პრობლემა არ გამოვლენილა

არჩევანის გაკეთება ნამდვილად გამიმარტივდა-ერთ მხარეს არის მშვიდობა, განვითარება, სტაბილურობა, მეორე მხარეს არის არეულობა, დაპირისპირება, პოლარიზაცია და დარწმუნებული ვარ, ჩვენს საზოგადოებასაც არ გაუჭირდება არჩევანის გაკეთება