: მე აქციაზე ვერ დავდივარ გადაცემის გამო, მაგრამ თუ დავდივარ ასე… გუშინ გადამიარეს, წავიქეცი…

“მე აქციაზე ვერ დავდივარ გადაცემის გამო, მაგრამ თუ დავდივარ ასე 😀😀 გუშინ გადამიარეს, წავიქეცი და სულ რაღაც 1 სმ-ით ავცდი ბორდიურს რომ თავი არ ჩამოვარტყი, გურამ როგავასავით ზუსტად 🙂 დღეს ხარებაზე სქელი მკლავით გავიღვიძე, გასიებული. ერთი უნდა ვკითხო ამ ხარებას რომელ ექიმთან დადის ეგ ყოველ კვირა რომ სცემენ ხოლმე 😀 ახლა მახსენდება კიდევ რაღაცეები, ამ წაქცევამდე ვიღაც პროვოკატორი დამყვებოდა ხოლმე, სადაც არ წავიდოდი, იღიმოდა და უბრალოდ დამყვებოდა, ვიკაო მეძახდა და იცინოდა შტერივით. მამა რომ ამაყობს შვილით და იღიმის აი ეგრე დამყურებდა. მე თქი რა გინდა? რას დამყვები? ხმას არ იღებდა და ისევ მიღიმოდა, ვიკა, ვიკა იძახდა ჩახვეულივით. ვინ იყო ნეტა
და კიდევ, აქციები დღისით გადმოტანის შიშიც ვნახეთ გუშინ. ეშინიათ ამის,” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი .

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: ისლამური რევოლუცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 1978 წელს ქალაქ აბადანში ისლამისტმა ტერორისტებმა კინოთეატრ “სინემა რექსში” მისული 400-მდე ადამიანი შენობაში გამოკეტეს, საავიაციო ბენზინი გადაასხეს და ცოცხლად გამოწვეს