ქუჩაში აპოლიტიკური ადამიანები არ დგანან –

ქუჩაში აპოლიტიკური ადამიანები არ დგანან –
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ , პოდკასტში „ორ ცეცხლს შუა“ სტუმრობისას განაცხადა, რომ არ ეთანხმება მოსაზრებას, რომლის თანახმადაც აქციებზე, ქუჩაში, აპოლიტიკური ადამიანები დგანან.
მისი თქმით ეს ადამიანები განეკუთვნებიან სხვადასხვა პარტიას და პოლიტიკასთან შემხებლობაში არიან.
„თუ კითხვას მისვამთ სად იყო პოლიტიკოსების, პოლიტიკური პარტიების როლი და იმაშიც არ დაგეთანხმებით, რომ ქუჩაში აპოლიტიკური ადამიანები დგანან. ეს ადამიანები ბევრი ჩვენი თანაპარტიელია, ბევრი სხვისი თანაპარტიელია, ბევრი არჩევნებში აქტიურად იღებდა მონაწილეობას, ან თვითონ იყო საარჩევნო სიის ნაწილი, ბევრი უბრალოდ მივიდა და ხმა მისცა რომელიმე პარტიას, შესაბამისად, ასე თუ ისე პოლიტიკოსთან შემხებლობაში არის ყველა ჯგუფი წარმოდგენილი აქ,“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანული, შენი მთავარი პრობლემა, უკიდეგანო ქაჯობასთან ერთად, ისაა რომ ბოროტი არსება ხარ! გაიხსენე ნაწამები სვანი ბიჭები! უსპენსკაიას სიყვარული იმიტომ შეგახსენეს, რომ რუსოფობს თამაშობ უნიჭოდ