კოკა-კოლას ჯადოსნური საახალწლო ზღაპარი დაიწყო | ქარავანი უკვე დაიძრა

საახალწლო დღესასწაულის მოახლოება თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში სულ უფრო მეტად იგრძნობა. ტრადიციულად, პირველ მასშტაბურ საზეიმო ღონისძიებას ქვეყანაში კოკა-კოლა იწყებს.
დღეს კოკა-კოლის საახალწლო ქარავანი ქარხნიდან დაიძრა და მცხეთის გავლით მსვლელობა ევროპის მოედანზე მუსიკალური საღამოთი გაგრძელდება. 5 დღის განმავლობაში ქარავანი თბილისის ქუჩებში იმოძრავებს. ახალი წლის ღამემდე კი მთელ საქართველოს მოივლის.
“მოგილოცავთ დამდეგ ახალ წელს, ქარავანი მიდის მთელ საქართველოში დღეიდან. ჩავუსახავთ იმედს, მომავალი ჩვენია მეგობრებო. ახალი სტატუსი მივიღეთ, ევროკავშირის კანდიდატის, დიდი იმედის მომცემია. ქარავანი დანერგავს იმედებს, რომელიც აუცილებლად გაუმართლდება ყველა ოჯახს. ჯანმრთელობას, სიმდიდრეს, კეთილდღეობას და გამრავლებას ვუსურვებ მთელ საქართველოს.” – ამბობს “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს ლიდერი თემურ ჭყონია.
ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი