ძვირადღირებული ნივთები და ფული საჯარო მოხელეებს | “ოცნების” მაღალჩინოსნებმა 2 წელში 10 მილიონის საჩუქრები მიიღეს

სამოქალაქო სექტორის კიდევ ერთი კვლევა, რომლითაც დგინდება, რამდენად ძვირადღირებულ საჩუქრებს იღებენ “ოცნების” მაღალჩინოსნები. დემოკრატიის განვითარების ინსტიტუტმა 2-წლიანი პერიოდი შეისწავლა. მიუხედავად იმისა, რომ საჯარო მოხელეებს კანონით ეკრძალებათ საჩუქრების მიღება, კვლევამ დაადასტურა რომ ჩინოვნიკებისთვის ეს შემაფერხებელი ფაქტორი არ არის და 2 წლის განმავლობაში რეგიონების მუნიციპალიტეტების მაღალლი რანგის პირებმა 10 მილიონი ლარის ძვირადღირებული ნივთები და ფული მიიღეს.
ავტორი: საბა ბუაძე