ზურაბიშვილმა ს პრეზიდენტთან ჩაი დალია, ლატვიის პრეზიდენტთან ერთი ფოტო გადაიღეს კუთხეში, ვნახეთ მათი მიმართვები – მეხუთე პრეზიდენტი, ნომრითაც აფილირებული ხდება „ნაცმოძრაობასთან“

ზურაბიშვილმა ს პრეზიდენტთან ჩაი დალია, ლატვიის პრეზიდენტთან ერთი ფოტო გადაიღეს კუთხეში, ვნახეთ მათი მიმართვები – მეხუთე პრეზიდენტი, ნომრითაც აფილირებული ხდება „ნაცმოძრაობასთან“
ბოლო ორი-სამი დღეა, ექსპრეზიდენტი ზურაბიშვილი იმყოფება ბალტიისპირეთის ქვეყნებში. ვნახეთ, რომ ლიეტუვის პრეზიდენტი ისე შეხვდა, ფოტოც კი არ გადაიღო, ესტონეთის პრეზიდენტთან ჩაი დალია და ლატვიის პრეზიდენტთან ერთი ფოტო გადაიღეს კუთხეში ლატვიის დროშის ფონზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა“ განაცხადა.
მისივე თქმით, „ნომრითაც კი პირდაპირ აფილირებული ხდება „ნაციონალურ მოძრაობასთან““.
„ვნახეთ მათი მიმართვები – საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი. ასევე ვნახეთ, რომ დარჩა ცარიელ ნომრად – მეხუთე. სხვათა შორის, სიმბოლურია, რომ ხუთი ნომერი გახდა მისი დასახელების ნაწილი. სიმბოლურია, რომ ის, როგორც ექსპრეზიდენტი, ნომრითაც კი პირდაპირ აფილირებული ხდება „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ერთადერთი, რაც ამ სამდღიანი ვოიაჟით მოიპოვა, არის ის, რომ ყველამ ცალსახად დაანახა, რომ მისგან დარჩენილია მხოლოდ ნომერი ექსპრეზიდენტისა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ძალიან მნიშვნელოვანია, განათლების რეფორმაში უშუალოდ პროფესორ-მასწავლებლების ჩართულობა, რადგან ისინი არიან ის ძირითადი ბირთვი, რომელთა მხრებზეც გადადის ჩვენი ქვეყნის უმაღლესი განათლების სისტემა

ნატოს ყველა მისიაში მივიღეთ მონაწილეობა, უფრო მეტი ჯარისკაცი გავგზავნეთ ვიდრე “ბალტიისჭირეთმა” ერთად, 2008 წლის ომი გამოვიარეთ, რომელიც არსებითად ბუქარესტის სამიტზე პასუხი იყო – და რა სარგებელი?