ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ საქართველო მრავალფეროვანი, მრავალეთნიკური და მრავალრელიგიური ქვეყანაა – ირაკლი კობახიძე

ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ საქართველო მრავალფეროვანი, მრავალეთნიკური და მრავალრელიგიური ქვეყანაა – ირაკლი
ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ საქართველო მრავალფეროვანი, მრავალეთნიკური და მრავალრელიგიური ქვეყანაა, საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად ხელს უწყობს მუსლიმ თემს და ეს მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ მუსლიმი თემის პატივსაცემად გამართულ იფთარზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ქვეყნის განვითარებაში მუსლიმი თემის წვლილზე ისაუბრა.
„ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ გვაქვს ნამდვილად სამაგალითო თანაცხოვრება და ერთად ვქმნით ჩვენი საერთო ქვეყნის მომავალს. საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად ხელს უწყობს მუსლიმ თემს, განსაკუთრებით 2014 წლის შემდეგ და ეს მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება. გასული 10 წლის განმავლობაში მუსლიმ თემს მუდმივ სარგებლობაში გადაეცა 250-ზე მეტი მეჩეთი, ასევე დაფინანსების სახით მთავრობისგან გამოეყო 35 მილიონი ლარი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იმის გამოხატულებაა, რომ საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მუსლიმი თემის წვლილს საქართველოს განვითარებაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
იფთარზე შეკრებილ მუსლიმ თემს სიტყვით მიმართეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ, დასავლეთ საქართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ, საქართველოს მუსლიმთა შეიხმა ფაიგ ნაბიევმა და აღმოსავლეთ საქართველოს მუფთმა ეტიბარ ემინოვმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელით მუსლიმი თემის პატივსაცემად გამართულ იფთარს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, პარლამენტის წევრები, სახელმწიფო რწმუნებულები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გაზეთი „ახალი ეპოქის“ თანამშრომლები შეიკრიბნენ სტამბა „ომეგა თეგთან“, სადაც დაბეჭდილი იყო გაზეთის ნომერი. ითხოვდნენ დაპატიმრებული ნომერი გამოგვატანეთო და პასუხი იყო სროლა, გახსნეს პირდაპირ ცეცხლი გაზეთის თანამშრომლების მისამართით

25 წელია ჟურნალისტი ვარ და პირადად მე, ასეთი მძიმე სურათი არ მინახავს, როდესაც გლდანის ეკლესიაში მოხდა ის, რაც მოხდა – ეკლესიის კარის შენგრევა სატვირთო მანქანით, იქიდან ბასილ მკალავიშვილის იმ ფორმით გამოყვანა, რა ფორმითაც გამოიყვანეს, ძირს დაყრილი, დასისხლიანებული ხალხი

გიორგი იაკობაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: მთავრობამ მამია სანადირაძეს უთხრა, რომ შენ ძალიან იაფად აძლევ მომხმარებლებს ინტერნეტს, ამიტომ ბიუჯეტში თანხა შემოდის ცოტა და 11 000 000-ით დააჯარიმეს – თვლიდნენ, რომ ბიუჯეტში უნდა წასულიყო უფრო მეტი და იქნებოდნენ უკეთესად