„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი პირველი პოლიტპატიმარი იყო- ზუსტად 21 წლის შემდეგ, სწორედ მამუკა მდინარაძემ გამოაცხადა ისტორიული გადაწყვეტილება ნაციონალური მოძრაობის აკრძალვის შესახებ

მამუკა მდინარაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი პირველი პოლიტპატიმარი იყო- ზუსტად 21 წლის შემდეგ, სწორედ მამუკა მდინარაძემ გამოაცხადა ისტორიული გადაწყვეტილება ნაციონალური მოძრაობის აკრძალვის შესახებ
ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი პირველი პოლიტპატიმარი იყო. მდინარაძის საბრალდებო დასკვნაში ზურაბ ადეიშვილი წერდა, რომ “მან არ გაითვალისწინა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება” და აჭარელ სტუდენტებს, რომლებსაც ისედაც არასაპატიმრო ღონისძიება – “გაუსვლელობის ხელწერილი” ჰქონდათ შეფარდებული, საკუთარ სახლში წასვლის ნებართვა მისცა!.. ბრალდება იმდენად აბსურდული იყო, რომ მამუკა მდინარაძე ყველა ინსტანციის სასამართლოში გამართლდა.“- წერს „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე და პარლამენტის ვიცე-სპიკერი სოზარ სუბარი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, „ზუსტად 21 წლის შემდეგ, 2025 წლის 27 მარტს, სწორედ მამუკა მდინარაძემ გამოაცხადა ისტორიული გადაწყვეტილება ნაციონალური მოძრაობის აკრძალვის შესახებ“.
„მამუკა მდინარაძე ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი პირველი (მტკიცებულებებით დადასტურებული) პოლიტპატიმარი იყო. ის 2004 წლის მარტში “სამსახურებრივი გულგრილობის” მუხლით დააკავეს.
მდინარაძის საბრალდებო დასკვნაში ზურაბ ადეიშვილი წერდა, რომ “მან არ გაითვალისწინა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება” და აჭარელ სტუდენტებს, რომლებსაც ისედაც არასაპატიმრო ღონისძიება – “გაუსვლელობის ხელწერილი” ჰქონდათ შეფარდებული, საკუთარ სახლში წასვლის ნებართვა მისცა!..
ბრალდება იმდენად აბსურდული იყო, რომ მამუკა მდინარაძე ყველა ინსტანციის სასამართლოში გამართლდა. მოგვიანებით კი მისი საქმის განმხილველი ერთ-ერთი მოსამართლე ქალი, შეთითხნილი ბრალდებით, თავად აღმოჩნდა ციხეში. ეს, იმ პერიოდში, ნაცმოძრაობის მიერ სასამართლოს დამორჩილების მორიგი მკაფიო მესიჯი იყო…
ზუსტად 21 წლის შემდეგ, 2025 წლის 27 მარტს, სწორედ მამუკა მდინარაძემ გამოაცხადა ისტორიული გადაწყვეტილება ნაციონალური მოძრაობის აკრძალვის შესახებ!“- წერს სოზარ სუბარი.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკონომიკური ზრდა ნიშნავს კიდევ უფრო მეტად გაზრდილ ბიუჯეტს, რაც თავისთავად უზრუნველყოფს სოციალურ საჭიროებებსა და სოციალურ პროგრამებზე მეტი თანხების აკუმულირებას და ჩვენი მოქალაქეების უკეთეს სოციალურ უზრუნველყოფას

ვატო შაქარიშვილი: როგორ არ უნდა გესმოდეს ამ დღის შინაარსი, რომ გერმანიის ელჩს, 9 აპრილის მემორიალთან ტაშით შეეგებო. ეს იგივეა, რაც 37 წლის წინ, ნიჩბებით შეიარაღებულ საბჭოთა ჯარისკაცზე ტაშის დაკვრა, სამარცხვინოა, რასაც უკვე წლებია ყოველ 9 აპრილს რუსთაველზე ვუყურებთ – ეს უნდა დასრულდეს