გია ვოლსკი – როცა აქტი რეალობას არ ითვალისწინებს, არ შეიძლება „მეგობარი აქტი“ იყოს – არანაირი სიკეთე მის ავტორებს ჩვენი ქვეყნისთვის არ უნდათ, ეს არის მტრული აქტი

როცა აქტი რეალობას არ ითვალისწინებს, არ შეიძლება „მეგობარი აქტი“ იყოს – არანაირი სიკეთე ამ აქტის ავტორებს ჩვენი ქვეყნისთვის არ უნდათ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, მ განაცხადა, რითაც სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ „მეგობარი აქტისთვის“ მხარის დაჭერას ეხმაურება.
გია ვოლსკის განცხადებით, „მეგობარი აქტი“ რეალურად არის მტრული აქტი და არის უსამართლო იმ რეალობის აბსოლუტური იგნორირებით, რაც საქართველოში არსებობს.
„ადამიანები, ვინც გამოზარდა , ვინც უკარნახა იმ პოლიტიკის გატარება, რასაც სადიზმი ჰქვია საქართველოში, რასაკვირველია, როცა ნებისმიერ აქტს იღებენ, ამას არ შეიძლება დაერქვას „მეგობარი აქტი“. ეს არის მტრული აქტი. რაც ყველაზე სამწუხაროა, არის უსამართლო იმ რეალობის აბსოლუტური იგნორირებით, რაც საქართველოში არსებობს.
სულ ახლახან გამოქვეყნდა კიდევ დამატებითი რეიტინგები, სადაც ნაჩვენებია, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვიდან დაწყებული, დამთავრებული თავისუფლებებზე, რომელიც ეხება ბიზნესის განვითარებას, კორუფციისაგან თავისუფლებას, ეს მაჩვენებლები არის უმაღლეს დონეზე. ასე რომ, როცა აქტი რეალობას არ ითვალისწინებს, არ შეიძლება „მეგობარი აქტი“ იყოს. ეს მტრული აქტია არა მარტო „ქართული ოცნების“ მიმართ, ვერ გრძნობენ ადამიანები, რომ ეს ე.წ. „მეგობარი აქტი“ მათ ოჯახებსაც დაუპირისპირდება, მათ შორის იმ ახალგაზრდებს, რომლებიც დღეს მოატყუეს და მათთან ერთად ქუჩაში დგანან. არანაირი სიკეთე ამ აქტის ავტორებს ჩვენი ქვეყნისთვის არ უნდათ და სულ არ აინტერესებთ, ვინ რომელ პარტიას უჭერს მხარს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით მათიკაშვილი – რადიკალური ოპოზიცია აბსოლუტურად დეზორგანიზებულია, ერთმანეთში ეძებენ დამნაშავეებს – ვიღაცას გაერთიანება სურს, ვიღაცას არ სურს, რომ ერთად გამოვიდნენ პოლიტიკურ ასპარეზზე

საშაურმის თანამშრომლის, თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, გიორგი პაპაშვილი ინტერპოლს არ დაუკავებია და რუსეთის საგამოძიებო ორგანოში თავად გამოცხადდა