აფხაზური მედია ირაკლი ბებუას შესაძლო გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

აფხაზური მედია, კერძოდ Апсны Иахьа ტელეგრამ გვერდზე “ირაკლი ბებუას 30 მარტს შესაძლო გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
“სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოქალაქე ბებუა, რომელიც სახელმწიფო დროშის დაწვისთვის იყო გასამართლებული და სასჯელს იხდის ს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი დაკავების იზოლატორში, ვადაზე ადრე გათავისუფლდება. ამ საკითხთან დაკავშირებით მედიაკლუბმა „Апсны.Иахьа“ კომენტარისთვის აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ რობერტ კიუტს მიმართა.
“მოქალაქე ბებუა, რომელიც სახელმწიფო დროშის დაწვისთვის არის გასამართლებული, გათავისუფლდება სასჯელის მოხდის სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში”, – განუცხადა კიუტმა მედიაკლუბს.
ამასთან, კიუტის განმარტებას ავრცელებს “ეხოკავკაზა”, რომლის შესაბამისად, ბებუა ნამდვილად დატოვებს ციხეს 30 მარტს, ვინაიდან მას სასჯელი 4 წელი და 6 თვით უნდა მოეხადა.
აფხაზური მხარის განცხადებით, საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუამ 2020 წლის 30 სექტემბერს, გალში “აფხაზეთის ხალხის 1992-1993 წლების სამამულო ომში გამარჯვების 27-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების დროს, განზრახ დაწვა აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო დროშისა და გერბის გამოსახულებიანი ტილო. ასევე, ბებუას საცხოვრებელი ადგილის ჩხრეკისას აღმოჩნდა ხელყუმბარა.