“ქართული ოცნება” საარჩევნო ბარიერის დაწევას არ განიხილავს – ვის აქვს მომავალ არჩევნებზე შანსი დაწესებული ზღვარი გადალახოს და ვინ მოითხოვს პროცენტის დაწევას

2024 წლის არჩევნები 5%-იანი ბარიერით ჩატარდება – “ქართული ოცნება” საარჩევნო ზღვრის დაწევას არ განიხილავს. მმართველი ძალის თავმჯდომარე ამბობს, რომ მსგავსი მოცემულობა დღის წესრიგში მხოლოდ გასულ წელს, ისიც იმ შემთხვევაში დადგებოდა, თუკი საქართველო დეკემბერში კანდიდატის სტატუსს მიიღებდა. ირაკლი ამბობს, რომ ოპოზიციამ 2022 წელს ეს შეთავაზება ვერ გამოიყენა.
ბარიერის დაწევის სურვილი აქვს, თუმცა, ამ მოთხოვნის წამოყენებას და ამაზე კონსულტაციების გამართვას ოპოზიცია სახელისუფლებო გუნდთან თავად არ აპირებს. ამბობენ, რომ თუ საკითხი დღის წესრიგში დადგება, მხარს დაუჭერენ. ოპოზიციის აზრით, საარჩევნო ზღვრის დაწევა დემოკრატიულ პლურალიზმს, მრავალპარტიულობასა და საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს.
ოპოზიციაში არიან პარტიები, რომლებიც მიუხედავად ბარიერის შემცირების სურვილისა, არჩევნებისთვის მაინც მოქმედი სისტემის ფორმატში ემზადებიან. “გირჩი” და პარტია “საქართველოსთვის” ფიქრობს, რომ 2024 წლის არჩევნებზე, 5%-ის დაძლევა არ გაუჭირდება.
სახელისუფლებო გუნდში ფიქრობენ, რომ თუკი პოლიტიკურ პარტიას, 5%-იანი მხარდაჭერის მოპოვება არ შეუძლია, მაშინ მას პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის ამბიციაც არ უნდა ჰქონდეს. “ქართულმა ოცნებამ” ოპოზიციას დღეს საერთაშორისო მაგალითებიც დაუსახელა, ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანაში არჩევნებზე ზღვარი 5%-ზე ნაკლები არ არის.
2024 წელს საპარლამენტო არჩევნები 5%-იანი ბარიერით, სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება – ამას საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია განსაზღვრავს.

ასევე დაგაინტერესებთ

არაბიზაცია არის ტყუილი, რაც ჩვენ ფაქტებით დავადასტურეთ, ინვესტიცია არის უპრეცედენტო, 11 მილიარდის ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, ხელშეკრულების შინაარსი მთლიანად ცნობილია საზოგადოებისთვის, დანარჩენი არის სპეკულაციები

რასაც უწოდებდნენ ნატოს ღია კარის პოლიტიკას, სინამდვილეში, ეს იყო ორპირი ქარის პოლიტიკა, როგორც ედუარდ შევარდნაძე იტყოდა, ამ ორპირ ქარში მოჰყვა ორი ქვეყანა სამჯერ – ერთხელ ეს იყო საქართველო 2008 წელს და ორჯერ – უკრაინა, დღეს ვხედავთ, რომ აშშ-ი ფიქრობს ამ პოლიტიკის გადახედვაზე

ჩვენი გაცხადებული მიზანია, მათ შორის კონსტიტუციური ამოცანაა, გავხდეთ ევროკავშირის წევრი, ამ პირობებში, სუბიექტურადაც ვართ დაინტერესებული, რომ ევროკავშირში შემობრუნდეს ის უარყოფითი ტენდენციები დადებითისკენ, რომელიც დღეს აბსოლუტურად თვალსაჩინოა და რაზეც აშშ-ის ადმინისტრაცია ღიად საუბრობს

არ არსებობს არავითარი არასამთავრობო ორგანიზაციები, არსებობს მხოლოდ უცხოური მთავრობების მიერ საქართველოში ინტერვენციისთვის დაფინანსებული კონკრეტული ორგანიზაციები, ფარდა ავხადეთ ყველაფერს – რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით წლების განმავლობაში, იმას იმეორებს დღეს ტრამპის ადმინისტრაცია და კონკრეტული ყოფილი თანამდებობის პირები