დავით ონოფრიშვილი დელეგაციასთან ერთად ავსტრიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის (ISSSG) უფროსი, დავით ონოფრიშვილი დელეგაციასთან ერთად, ავსტრიის საფინანსო ბაზრის საზედამხედველო უწყების (FMA) მიწვევით, ვენაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
24-27 მარტს, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, გაფართოებული სამუშაო შეხვედრის ფორმატში, გაიმართა შეხვედრები სხვადასხვა საკითხებზე . მონაწილეები გაეცნენ საზედამხედველო ორგანოს მიდგომებს და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. სადაზღვევო სექტორში განხორციელებულ რეფორმებს, შედეგებს და არსებულ გამოწვევებს. მათ შორის, ადგილზე შემოწმების ასპექტებს, საზედამხედველო ანგარიშების წარდგენისა და დამუშავების მეთოდებს, ბაზრის ზედამხედველობის და განცხადებების განხილვის მიმართულებით დადგენილ სტანდარტებს, საკანონმდებლო რეგულირების ტენდენციებს.
27 მარტს, გაიმართა შემაჯამებელი შეხვედრა დელეგაციის ხელმძღვანელ დავით ონოფრიშვილსა და და ავსტრიის საფინანსო ბაზრის საზედამხედველო უწყების სადაზღვევო და საპენსიო ზედამხედველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან პიტერ ბრაუმულერთან. შეხვედრაზე მიმოიხილეს ორ უწყებას შორის მიმდინარე თანამშრომლობის პროცესი და შეჯერდნენ სამომავლო გეგმებზე.
პრესრელიზს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

“ერთადერთი კაცი, ვინც პასუხისმგებელია ქვეყანაში ცხოვრების გაძვირებაზე, არის ბიძინა ივანიშვილი – პასპორტი გაძვირებამდე იყო 100 ლარი, გაძვირების შემდეგ გახდა 150 ლარი; პირადობის მოწმობა გაძვირებამდე იყო 30 ლარი, გაძვირების შემდეგ გახდა 60 ლარი…”

ლევან ღამბაშიძე: თუ ვინმეა საქართველოში არაკონსტიტუციური ძალა, ეს არის ქართული ოცნება და კი, მეც მიმაჩნია, რომ მასთან საუბარს აზრი არ აქვს, სანამ ყველა ტყვე არ გათავისუფლდება და ქვეყანაში არ ჩატარდება სამართლიანი არჩევნები