ჩინეთის სახელმწიფოს მეთაური “მერსედეს-ბენცის,” BMW-სა და “სიმენსის” ხელმძღვანელებს ჩინეთში ინვესტირებას ურჩევს

-ს და ჩინეთსა და ევროპას შორის სავაჭრო სავაჭრო ომის ფონზე, ჩინეთის სახელმწიფოს მეთაური სი ძინ პინი საერთაშორისო კონცერნების ხელმძღვანელებს, რომლებიც პეკინში იმყოფებიან, თავისი ქვეყნის დადებით მხარეებზე ესაუბრა.
ჩინეთის დედაქალაქის სახალხო დიდ დარბაზში სიმ მიიღო სიმენსის ხელმძღვანელი როლანდ ბუში, “მერსედეს-ბენცის” ხელმძღვანელი ოლა კელენიუსი და BMW-ს შეფი ოლივერი ციპსი.
სის თქმით, უცხოეთის ფირმები ჩინეთის მოდერნიზებისთვის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ. ჩინეთის მმართველი თვლის, რომ ჩინეთში ინვესტიცია საკუთარ საწარმოებში სამომავლო ინვესტიციაა.
ჩინეთი კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება საერთაშორისო კონცერნებისთვის, თვლის სი.
2024 წელს უცხოეთიდან ინვესტიციები ჩინეთში 2008 წლის დონემდე შემცირდა.
ჩინეთის ეკონომიკისთვის ზეწოლას წარმოადგენს ამასთან ევროპისა და -ის მიერ დაწესებული საბაჟო გადასახადი.
ამის გამო გაჩენილი ხარჯები საუბრის თემა იქნება ევროკავშირის ვაჭრობის კომისარ მაროშ შეფჩოვიჩთან, რომელიც ასევე ჩინეთში იმყოფება.

ასევე დაგაინტერესებთ

“ერთადერთი კაცი, ვინც პასუხისმგებელია ქვეყანაში ცხოვრების გაძვირებაზე, არის ბიძინა ივანიშვილი – პასპორტი გაძვირებამდე იყო 100 ლარი, გაძვირების შემდეგ გახდა 150 ლარი; პირადობის მოწმობა გაძვირებამდე იყო 30 ლარი, გაძვირების შემდეგ გახდა 60 ლარი…”

ლევან ღამბაშიძე: თუ ვინმეა საქართველოში არაკონსტიტუციური ძალა, ეს არის ქართული ოცნება და კი, მეც მიმაჩნია, რომ მასთან საუბარს აზრი არ აქვს, სანამ ყველა ტყვე არ გათავისუფლდება და ქვეყანაში არ ჩატარდება სამართლიანი არჩევნები