“იყო საქართველოში პერიოდი, როცა არსებობდა დამოუკიდებელი სასამართლო… იმედი მაქვს, ვნახავთ ამ წლებშიც” | ზურაბიშვილი

“იყო საქართველოში პერიოდი, როცა არსებობდა დამოუკიდებელი სასამართლო… იმედი მაქვს, ვნახავთ ამ წლებშიც”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი საუბრობს, რომელიც ზუგდიდში მართლმსაჯულების სახლის გახსნას დაესწრო.
“იყო საქართველოში პერიოდი და ძალიან ბევრი პერიოდები, როცა არსებობდა თავისუფალი, დამოუკიდებელი სასამართლო და ძლიერი სასამართლო. იყო ასევე პერიოდი, მთელი ეს საბჭოთა პერიოდი, რომელმაც გადაგვაჩვია იმას, თუ რას ნიშნავს დამოუკიდებელი, თავისუფალი სასამართლო. იყო პროგრესი, იყო რეგრესი, იყო ისევ პროგრესი და იმედი მაქვს, რომ ვნახავთ ამ წლებში და პირველ რიგში მომავალ წელს, იმიტომ, რომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ამ ევროკავშირის მიერ მონიჭებული სტატუსის, რომ ჩვენ ამ საკითხში მართლაც გადავდგათ გადამწყვეტი ნაბიჯები.” – ამბობს ზურაბიშვილი.