აბრამოვიჩმა წააგო სასამართლო ევროკავშირის სანქციების წინააღმდეგ

რუსმა მილიარდერმა რომან აბრამოვიჩმა წააგო სამართლებრივი დავა, რომელიც ევროკავშირის მიერ მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გასაუქმებლად წამოიწყო.
„როიტერსის“ ცნობით, ევროკავშირის სასამართლომ ბრიუსელში უარყო აბრამოვიჩის სარჩელი და მოთხოვნა კომპენსაციის შესახებ, მიუთითა რა მის როლზე რუსული ფოლადის კომპანია Evraz-ში (EVRE.L) და ის ფაქტი, რომ ფოლადი წარმოადგენდა შემოსავლის ძირითად წყაროს ს მთავრობისთვის.
„საერთო სასამართლო არ უარყოფს აბრამოვიჩის მიერ წამოყენებულ სარჩელს, რითაც მხარს უჭერს მის წინააღმდეგ მიღებულ შემაკავებელ ზომებს“, – ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
აბრამოვიჩის სახელით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ის იმედგაცრუებულია სასამართლოს გადაწყვეტილების გამო.
„ბატონ აბრამოვიჩს არ აქვს უნარი, გავლენა მოახდინოს რომელიმე მთავრობის გადაწყვეტილების მიღებაზე, მათ შორის რუსეთის, და არავითარ შემთხვევაში არ მიუღია სარგებელი (უკრაინის) ომით. სასამართლოს გადაწყვეტილება აბრამოვიჩის წინააღმდეგ სანქციების შენარჩუნების შესახებ ეფუძნებოდა მხოლოდ სასამართლოს მიერ მის „რუს ბიზნესმენად“ განსაზღვრაც. ეს ევროკავშირის დღევანდელი ძალიან ფართო რეგულაციების მიხედვით საკმარისია სანქციების დასაცავად, თუნდაც თქვენ იყოთ პასიური აქციონერი ბიზნეს სექტორის, რომელსაც არ აქვს კავშირი ომთან“, — ნათქვამია განცხადებაში.
აბრამოვიჩი, რომელსაც ასევე აქვს ს მოქალაქეობა და არის ბრიტანული პრემიერ ლიგის საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ ყოფილი მფლობელი, Forbes-ის თანახმად, 9,2 მილიარდ დოლარის ქონებას ფლობს. აბრამოვიჩი იმ ბიზნესმენებს შორისაა, რომელსაც ევროკავშირმა სანქციები დაუწესა 2022 წლის თებერვალში რუსეთის ში შეჭრის შემდეგ.