ელექტროენერგიის, სასმელი წყლის და მედიკამენტების გარეშე – ღაზას უდიდესი სამედიცინო დაწესებულება ალ-შიფა უკვე მესამე დღეა ვერ ფუნქციონირებს

ერთ თვიანი ომის თავზე ჰამასი ისრაელს 5 დღიან ზავს სთავაზობს. იმ შემთხვევაში, თუ ცახალი ცეცხლს შეწყვეტს და პალესტინურ ანკლავში ჰუმანიტარულ ტვირთს დაუშვებს, ტერორისტები მზად არიან 70-მდე მძევალი გაათავისუფლონ. ისრაელის ომის კაბინეტი ჰამასის შეთავაზებაზე ჯერ დუმს და სამხედრო ოპერაციას აგრძელებს.
ელექტროენერგიის, სასმელი წყლის და მედიკამენტების გარეშე – ღაზას უდიდესი სამედიცინო დაწესებულება ალ-შიფა უკვე მესამე დღეა ვერ ფუნქციონირებს. მედპერსონალის განცხადებით, კლინიკის მიმდებარე ტერიტორია ინტენსიურად იბომბება.
ალ-შიფა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, სასაფლაოდ იქცა. საფრთხეშია ათობით დღენაკლული ბავშვი, რომელთა ინკუბატორები გათიშულია ელექტროენერგიის არარსებობის გამო. ღაზის სექტორის უდიდესი სამედიცინო დაწესებულების საკითხს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გამოეხმაურა.
“ცახალი” საავადმყოფოს პერსონალის ევაკუაციას ითხოვს. მოთხოვნას ექიმები უარით პასუხობენ. მათი განცხადებით, კლინიკის ტერიტორიის დატოვების შემთხვევაში 700-მდე ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება. ისრაელის არმია კი დარწმუნებულია, რომ ალ-შიფას შენობის ქვეშ “ჰამასს” სამეთაურო შტაბი და კონტროლის ცენტრი აქვს მოწყობილი. მსგავსი სამალავი აღმოჩენილია რანთისის საავადმყოფოში.
კიდევ ერთი მტკიცებულება ისრაელის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, არის ის, რომ ტერორისტები ცახალს ცეცხლს სწორედ საავადმყოფოს ტერიტორიიდან უხსნიან. რის შემდეგაც თავს ისევ კლინიკას აფარებენ.
ამის მიუხედავად, ისრაელის თავდაცვის უწყების ცნობით, კლინიკას საწვავი რამდენჯერმე მიაწოდეს, მაგრამ ის დიდი ალბათობით ჰამასმა მიისაკუთრა. “ცახალი” მზადყოფნას გამოთქვამს კლინიკას ინკუბატორებიც გადასცეს. თუმცა”ჰამასი” გაცილებით მეტს ითხოვს. დაჯგუფების პრესპიკერმა აუდიომიმართვა გაავრცელა.
რა გადაწყვეტილებას მიიღებს ისრაელის მთავრობა ჯერჯერობთ უცნობია. მანამდე კი სიტუაცია დღითიდღე ლიბანის საზღვარზეც იძაბება. “ჰესბოლა” კი არ გამორიცხავს, რომ უახლოეს პერიოდში საომარ მოქმედებებში ჩაერთოს.

ასევე დაგაინტერესებთ

არაბიზაცია არის ტყუილი, რაც ჩვენ ფაქტებით დავადასტურეთ, ინვესტიცია არის უპრეცედენტო, 11 მილიარდის ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, ხელშეკრულების შინაარსი მთლიანად ცნობილია საზოგადოებისთვის, დანარჩენი არის სპეკულაციები

რასაც უწოდებდნენ ნატოს ღია კარის პოლიტიკას, სინამდვილეში, ეს იყო ორპირი ქარის პოლიტიკა, როგორც ედუარდ შევარდნაძე იტყოდა, ამ ორპირ ქარში მოჰყვა ორი ქვეყანა სამჯერ – ერთხელ ეს იყო საქართველო 2008 წელს და ორჯერ – უკრაინა, დღეს ვხედავთ, რომ აშშ-ი ფიქრობს ამ პოლიტიკის გადახედვაზე

ჩვენი გაცხადებული მიზანია, მათ შორის კონსტიტუციური ამოცანაა, გავხდეთ ევროკავშირის წევრი, ამ პირობებში, სუბიექტურადაც ვართ დაინტერესებული, რომ ევროკავშირში შემობრუნდეს ის უარყოფითი ტენდენციები დადებითისკენ, რომელიც დღეს აბსოლუტურად თვალსაჩინოა და რაზეც აშშ-ის ადმინისტრაცია ღიად საუბრობს

არ არსებობს არავითარი არასამთავრობო ორგანიზაციები, არსებობს მხოლოდ უცხოური მთავრობების მიერ საქართველოში ინტერვენციისთვის დაფინანსებული კონკრეტული ორგანიზაციები, ფარდა ავხადეთ ყველაფერს – რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით წლების განმავლობაში, იმას იმეორებს დღეს ტრამპის ადმინისტრაცია და კონკრეტული ყოფილი თანამდებობის პირები