ლევან სანიკიძე: 27 ოქტომბრის შემდეგ სურათი დამძიმდა – 2008 წლის ომის რევიზირება, პოლიტპატიმრები, არალეგიტიმური ხელისუფლება, რეპრესიები, ოპოზიციის აკრძალვა, რა არ ხდება. ამის არ შემჩნევა არ გამოვა

“სენატში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში “მეგობარი” აქტი გავიდა. გილოცავთ!✊🏻🇬🇪🇺🇸
არ დააყოვნეს ქოცებმაც და კონფრონტაციაზე გადავიდნენ:
1. ზრდიან ე.წ “კომისიის” ფარგლებს 2025 წლამდე;
2. აპირებენ ყველა ოპოზიციური პარტიის გაუქმებას.
სიგიჟეც აღარაა, იმის იქეთაა.
ამიტომ, 31 მარტს აღარ მინდა ელემენტარული ჭეშმარიტებების მოსმენა სგანაც. 27 ოქტომბრის შემდეგ სურათი დამძიმდა – 2008 წლის ომის რევიზირება, პოლიტპატიმრები, არალეგიტიმური ხელისუფლება, რეპრესიები, ოპოზიციის აკრძალვა, რა არ ხდება. ამის არ შემჩნევა არ გამოვა. მარტო ბლა ბლა ბლა აღარ გაიყიდება!
პ.ს.ბოლოს მე და შენ გვიბარებენ, Igor Narmania😁” – წერს სოციალურ ქსელში ლევან სანიკიძე.