თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი 26 ნოემბერს გაიხსნება – ვის გადაეცემა ოქროს პრომეთე, 2 დეკემბერს გახდება ცნობილი

120 კინოსურათი, საიდანაც 13 ქართულია – თბილისი საერთაშორისო კინოფესტივალის მასპინძლობისთვის ემზადება. უკვე საერთაშორისო აღიარების მქონე ელენე ნავერიანის – “შაშვი შაშვი მაყვალი,” ნანა ჯანელიძის – “იარე ლიზა” და კიდევ ათზე მეტი მოკლე და სრულმეტრაჟიანი ქართული ფილმის ნახვის საშუალება ფესტივალის სტუმრებს 26 ნოემბრიდან კინოთეატრ “ამირანში” შეეძლებათ.
ერთკვირიანი კინოფესტივალის საპატიო სტუმარი კანისა და ლოს-ანჯელესის კინოფესტივალების ტრიუმფატორი პორტუგალიელი რეჟისორი პედრო კოშტა იქნება. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია არასაკონკურსო და სპეციალური ჩვენებებიც.
ოქროს პრომეთეს მფლობელების ვინაობა 2 დეკემბერს გახდება ცნობილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ნაურუს რესპუბლიკის მხრიდან ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკასთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა არის ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველი