“ბრძოლას “ჰამასის” განადგურებამდე არ შევაჩერებთ” | ნეთანიაჰუ

“ბრძოლას “ჰამასის” განადგურებამდე არ შევაჩერებთ”, – ისრაელის პრემიერმინისტრი განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ “ჰამასის” ლიკვიდაციამდე ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტა გამორიცხულია.
„სანამ ყველა დასახულ მიზანს არ მივაღწევთ, ბრძოლას არ შევაჩერებთ. ესაა “ჰამასის” განადგურება, მძევლების გათავისუფლება და ღაზიდან მომდინარე საფრთხის დასრულება“, – ამბობს ნეთანიაჰუ.