ხელვაჩაურში ავტოსაგზაო შემთხვევისას 4 ადამიანი დაშავდა

ხელვაჩაურში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა ajaratimes ავრცელებს.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განაცხადეს, რომ ორი დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, ხოლო ორმა სერვისის გაწევაზე უარი განაცხადა. ერთ-ერთ დაშავებულს ამ წუთებში კვლევები უტარდება, ხოლო მეორე რეანიმაციაშია გადაყვენილი.