ზაზა გოგავა ევროსაბჭოს 1633 რეზოლუციაზე – მე არ ვეთანხმები მუხლს სამხედროებთან მიმართებაში, თქვენ მხარეს ვარ მაგაზე

2008 წელს გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელმა ზაზა გოგავამ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2004 – 2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომი განიხილება, უპასუხა კომისიის წევრის თენგიზ შარმანაშვილის კითხვას, კერძოდ ეთანხმება თუ არა ევროსაბჭოს 1633 რეზოლუციაში აღწერილ სამხედროების როლს. როგორც გოგავამ აღნიშნა, ის არ ეთანხმება რეზოლუციის მუხლს სამხედროებთან მიმართებაში.
„არ ვეთანხმები მაგ აზრს, თქვენ მხარეს ვარ მაგაზე, რომ მაგ მუხლს მე არ ვეთანხმები სამხედროებთან მიმართებაში. დანარჩენი შეგიძლიათ იმ ადამიანებს კითხვა დაუსვათ და რის გამო გააკეთეს კითხოთ მათ. რა მიიღეს აქედან შედეგი აი ეს კითხოთ“, – განაცხადა ზაზა გოგავამ.
Previous: ზაზა გოგავა კოდორის ხეობაში მოსახლეობის გაფრთხილებაზე: ვერ გავაკეთე და იმიტომ, ვერ შევძელი, არის ხანდახან ამბავი, რომ ერთმა კაცმა უნდა აკეთოს და ვერ შევძელი ამდენი

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე ბაჩიაშვილის განცხადებაზე: ამ ვერსიის თანახმად, ანრი ოხანაშვილმა პირადად ჩაატარა სხვა ქვეყანაში სპეცოპერაცია და მსჯავრდებული წამოიყვანა, ეს სუს-ის პრესტიჟს ერთიორად ამაღლებს – მე წინააღმდეგობას ამ ვერსიის მიმართ არ დავაფიქსირებ, მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან მომწონს

როგორც ჩანს, ოპოზიციის აზრით, საქართველოში ნაზი პიროტექნიკა იყიდება და ის არ ავნებს პოლიციელს და ამერიკაში წვავს – პიროტექნიკა ყველგან აზიანებს და ასე დააზიანა საქართველოში 170-მდე პოლიციელი, მაგრამ, ესენი ისეთი უსამშობლოები არიან, მათი აზრით, რაც საშინელება და დანაშაულია ამერიკაში, ის დასაშვებია საქართველოში

ეს უკვე კამპანიაა, მეტი რომ ვეღარაფერი მოიფიქრეს ამ ბოლო პერიოდში ახალი კამპანია დაიწყეს, რაღაც საზიზღრობას იტყვის ადამიანი ორ დღეში გამოვა ბოდიშს მოიხდის და მერე იტყვიან მაიძულეს, გამიტაცეს და რაღაცები მიქნესო