ძლიერი საქართველოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე სასამართლოში მივიდა. ის მაგისტრი მოსამართლის წინაშე უნდა დაიკითხოს.
პროკურატურამ გამოძიება ხაზარაძის წინააღმდეგ 26 მარტს დაიწყო. მას არალეგიტიმურ პარლამენტში შექმნილი ენმ-ის საქმიანობის შემსწავლელი კომისიის სხდომაზე არმისვლას ედავებიან.
მუხლი ერთი წლით პატიმრობას ან ჯარიმას ითვალისწინებს.
“ეს ბრძოლა [იმაზე] არ არის მე დამიჭერენ თუ არ დამიჭერენ, ეს ბრძოლა არის იმ უსამართლობის, მიტაცებული ქვეყნის და რუსეთზე ჩაბარების წინააღმდეგ წარმოებული ბრძოლა”- თქვა ხაზარაძემ სასამართლოში შესვლამდე.