შეიარაღებული კონფლიქტი საბავშვო ბაღთან | გურამ ელიზბარაშვილი სამართალდამცველებმა გამოკითხეს – ახალი დეტალები

მორიგი სისხლიანი დაპირისპირება თბილისის ცენტრში. ჟვანიას ქუჩაზე მდებარე საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორია დღეს შეიარაღებული კონფლიქტის ეპიცენტრი გახდა. ყაზახეთის მოქალაქესა და გურამ ელიზბარაშვილს შორის დაპირისპირება შელაპარაკებით დაიწყო და მალევე გადაიზარდა კონფლიქტში, რომელიც სისხლისღვრით დასრულდა.

დაჭრილია კონფლიქტის ორივე მონაწილე. ყაზახეთის მქალაქე კლინიკაშია მოთავსებული, ფეხშია დაჭრილი ელიზბარაშვილიც, რომელის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ის თავისივე იარაღიდან გასროლილი ტყვიით დაიჭრა. რატომ ასეირნებდა ძაღლს ელიზბარაშვილი შეიარღებული უცნობია. ის გამომძიებლებმა უკვე დაკითხეს.
ავტორი: საბა ბუაძე
იხილეთ ასევე:
· “ყაზახეთის მოქალაქეს შენიშვნა მიუცია, ძაღლს აქ რატომ ასეირნებო… ჩემმა შვილმა ძაღლი დაიცვა” | ელიზბარაშვილი შვილის დაკავებაზე