გია ვოლსკი – ბალტიისპირეთის ქვეყნები საქართველოზე უნამუსო და უტიფარი შეტევის მებაირაღეები არიან – მათი სცენარის ფურცლები, რომ საქართველოსკენ იყოს რუსეთის აგრესიის მთავარი მიმართულება, პრაქტიკულად, დაფლეთილია

ბალტიისპირეთის ქვეყნები არიან საქართველოზე უნამუსო და უტიფარი შეტევის მებაირაღეები – მათი სცენარის ფურცლები, რომ საქართველოსკენ იყოს ს აგრესიის მთავარი მიმართულება, პრაქტიკულად, დაფლეთილია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, მ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, ს ბალტიისპირეთის ქვეყნებში ვიზიტის კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, მრავალი მცდელობის მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილი ლიდერად ვერ იქცა.
„ბალტიისპირეთის ქვეყნები კვლავ რჩებიან რუსეთის სავაჭრო პარტნიორად და მათთვის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში პირველი პარტნიორი რუსეთი რჩება. მსოფლიოში პოლიტიკა იცვლება, მაგრამ არ იცვლება მათი ამოცანა, რომ როგორმე სამხრეთ კავკასიის, საქართველოს მომართულებით იყოს აგრესიის მთავარი მიმართულება, რაც, შესაძლოა, ადრე თუ გვიან, რუსეთიდან განხორციელდეს არა ბალტიისპირეთის ქვეყნების მიმართულებით, არამედ საქართველოს მიმართულებით. სავალალო მდგომარეობაშია ეს სცენარი. პრაქტიკულად, ამ სცენარის ფურცლები დაფლეთილია, მაგრამ ისინი კვლავ თავისი გეგმით მოქმედებენ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ