ჰააგის სასამართლოსთან თანამშრომლობაზე სააკაშვილის ხელისუფლების უარი ნიშნავდა გარანტირებულად წაგებას – სოზარ სუბარი

ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოსთან სააკაშვილის ხელისუფლების მხრიდან თანამშრომლობაზე უარის შესაძლო შედეგებზე ისაუბრა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კომისიის მდივანმა სოზარ სუბარმა 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.
როგორც კომისიის მდივანმა აღნიშნა, უარი ჰააგის სასამართლოსთან თანამშრომლობაზე, ცალსახად ნიშნავდა წაგებას, რასაც შესაძლოა მოჰყოლოდა ქართველი სამხედროების და არა ოკუპანტების გასამართლება.
„რაც შეეხება ჰააგის სისხლის სამართის სასამართლოს, მასთან არ თანამშრომლობდა სააკაშვილის ხელისუფლება, რაც გარანტირებულ წაგებას ნიშნავდა. გარანტირებული წაგება კი ნიშნავდა იმას, რომ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყებოდა არა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებზე, არამედ ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ. ესენი კი, შეიძლება ყოფილიყვნენ სამხედროები, ჯარისკაცები და პოლიტიკური თანამდებობის პირებიც.
ამის თავიდან აცილება მოახერხა კიდეც ჩვენმა ხელისუფლებამ იმით, რომ მოგროვდა ყველა ის მტკიცებულება, რომელთა მოგროვებას არც კი აპირებდა წინა ხელისუფლება,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა