ბათუმში ერთმანეთს მსუბუქი და სასწრაფო დახმარების მანქანები შეეჯახა. ინფორმაციას გამოცემა “ბათუმელები” ავრცელებს და წერს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა ჭავჭავაძის ქუჩაზე დღეს საღამოს მოხდა.
თვითმხილველის თქმით, ამ დროს სასწრაფო ავტობუსის ზოლში მოძრაობდა, შემთხვევის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მძღოლი კი კლინიკაში გადაიყვანეს.
ადგილზე იმყოფება პოლიცია.
ფოტო: “ბათუმელები”
