კახა კალაძე – ბევრი გახმაურებული საქმეა, სადაც ხაზარაძესთან მიმართებით კითხვები არსებობს, ამიტომ არ ისურვეს საგამოძიებო კომისიაზე მისულიყვნენ და საზოგადოებას დაენახა, რა იყო მათი როლი სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში

მამუკა ხაზარაძე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ფორმატში დაბარებული იყო – არ მისვლის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებულია შესაბამისი ღონისძიებებია და რა თქმა უნდა, ეს განხორციელებული იქნება, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მიერ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადების ფაქტს გამოეხმაურა.
მისივე მტკიცებით, ხაზარაძე-ჯაფარიძე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადდნენ, რადგან საზოგადოებას არ დაენახა, “თუ რა იყო მათი როლი მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში”.
“მათ [ხაზარაძე-ჯაფარიძის] მიერ თავის არიდება რატომაც მოხდა, ხვდებით. ეს ადამიანები პოლიტიკური პარტიის წევრები არ ყოფილან, თუმცა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში, მათ თავიანთი ფუნქცია ჰქონდათ და ბევრი გახმაურებული საქმეა, სადაც ხაზარაძესთან მიმართებით არსებობს კითხვები. რა თქმა უნდა, ამიტომ არ ისურვეს მათ [კომისიაში] მისულიყვნენ და კიდევ ერთხელ, ფართო საზოგადოებას დაენახა, თუ რა იყო მათი როლი მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში.
რაც შეეხება ხაზარაძის-ჯაფარიძის კომისიაში არ მისვლას, კანონით არის გათვალისწინებული თუ რა ღონისძიებები უნდა მოხდეს და შესაბამისი რეაგირება იქნება”, – განაცხადა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

“760 ლარზე ვმუშაობთ დღე და ღამე, ვაკვდებით ზამთარ-ზაფხულ მუშები. 20-ში უნდა დარიცხულიყო ხელფასები, 21-ა დღეს, კომუნალურებია გადასახდელი, თქვენ რომ გაქვთ სხვა შემოსავლები ყველა მასე კი არ არი”

“პოლიციელი ცდილობდა ყველანაირად გადაეფიქრებინა, რომ მე მისთვის მეჩივლა, ამ რუსი ადამიანისთვის და მიზეზი და შესაშინებელი ფაქტორი ჰქონდა ის, რომ მე მომიწევდა სასამართლოებზე სიარული…”