IDF-ის ძაღლმა ჩაიწერა სამი გაქცეული მძევლიდან ერთ-ერთის ხმა, რომელიც შველას ითხოვდა

ისრაელის თავდაცვის ძალების სპეციალური მოწყობილობის დახმარებით ჩაწერა სამი გაქცეული ისრაელელი მძევლის ხმა, რომლებიც შველას ითხოვდნენ. ჩანაწერით დგინდება, რომ ჰამასის ტყვეობიდან გაქცეული სამი ტყვე ცდილობდა ს მხარისთვის ხმა მიეწვდინათ.
ჩანაწერი 10 დეკემბრით თარიღდება, როდესაც ისრაელის თავდაცვის ძალებსა და ჰამასს შორის შეტაკებებში ჰამასის მებრძოლები დაიღუპნენ და ძაღლი ისრაელის ჯარისკაცებმა უცნობ შენობაში შეუშვეს. ძაღლი შენობაში ჰამასის ტერორისტებმა მოკლეს, თუმცა მალევე ტერორისტების ეს ჯგუფი ისრაელის გოლანის ბრიგადების წევრებმა გაანადგურეს. გაქცეული მძევლები ხუთი დღის განმავლობაში ღაზის სექტორში იმალებოდნენ. როდესაც ისინი ისრაელის ძალებს მიუახლოვდნენ, ისინი ჰამასის ტერორისტებში აერიათ და ესროლეს.
ხმის ჩანაწერი 18 დეკემბერს აღმოაჩინეს, სადაც ისმის ერთ-ერთი მძევლის, ალონ შამრიზის სიტყვები – “დაგვეხმარეთ”. სხვა შენობებზე სამმა მძევალმა ივრითზე დაწერილი შეტყობინებები დატოვეს – “SOS, 3 მძევალი, გვიშველეთ”.

ასევე დაგაინტერესებთ