წყალტუბოში, სოფელ ჩუნეში, ოჯახი მოხუც ქალს ეძებს

წყალტუბოში, სოფელ ჩუნეში, გუშინ საღამოს, მოხუცი ქალი, ქავაჯო გაზდელიანი დაიკარგა. ინფორმაციას მისი ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ და დახმარებას ითხოვენ. ამბობენ, რომ ქალი სახლიდან დღის სამ საათზე გავიდა და არ დაბრუნებულა.
ინფორმაციის შემთხვევაში, ოჯახი საკონტაქტო ტელეფონის ნომერსაც ავრცელებს – 598 15 05 07.