მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეკონომიკა იზრდება, წლიდან წლამდე ან იგივე რჩება, ან მატულობს ჯინის კოეფიციენტი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ განსხვავება მდიდრებისა და ღარიბების შემოსავლებს შორის კიდევ უფრო მატულობს“, – ამის შესახებ სოციოლოგმა ნინო ხელაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში სოციალური უთანასწორობის მაჩვენებელი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რის გამოც ქვეყნიდან ახალგაზრდების გადინება ხდება.
„მიგრაციის 2023 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, რა მიზეზებზეც შეგვიძლია რომ ვისაუბროთ, ერთ-ერთი არის ის, რომ ჯინის კოეფიციენტი (სოციალური უთანასწორობის მაჩვენებელი), არ იწევს ქვემოთ. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკა იზრდება, ამბობენ, 10%-იანი ზრდა გვაქვსო, ჯინის კოეფიციენტი ან იგივე რჩება, ან წლიდან წლამდე იზრდება. ეს იმას ნიშნავს, რომ განსხვავება მდიდრებისა და ღარიბების შემოსავლებს შორის კიდევ უფრო იზრდება. სხვანაირად რომ ვთქვათ, როდესაც ჯინის კოეფიციენტი იგივე რჩება (ან იზრდება) და პარალელურად ეკონომიკა იზრდება, ე.ი. მდიდრების, ანუ მოსახლეობის მცირე ნაწილის შემოსავალი (ისეთების როგორებიც არიან დიდი კორპორაციების მფლობელები), იზრდება, მაგრამ უფრო მეტი ღარიბდება, ვიდრე მანამდე იყო.პოსტ-პანდემიური პერიოდის დროს, უფრო რთული გახდა ეკონომიკური კრიზისების დაძლევა და მე ვფიქრობ, ახალგაზრდების წასვლა და „ტვინების“ გადინება, სწორედ ამან გამოიწვია. ვისაც ქვეყანაში ეკონომიკა უნდა შეექმნა და ინოვაცია შემოეტანა, ისინი მიდიან. როდესაც ინტერვიუებს ვაწარმოებ, ეს ადამიანები პირად საუბრებში, ერთი და იმავეს ამბობენ, რომ – ერთ ადგილზე გავიყინეთ, განვითარების პერსპექტივას ვეღარ ხედავდნენ. ანუ ადრე თუ მიდიოდნენ, რომ შემოსავლები დაეგროვებინათ, ჩამოსულიყვნენ და საქმიანობა აქ დაეწყოთ, საქართველოში განვითარებულიყვნენ, ახლა როდესაც საუბრობენ, დაბრუნების პერსპექტივა ყველაზე „გაბლარულია“. საეროდ არ იციან როდის დაბრუნდებიან, ან საერთოდ დაბრუნდებიან თუ არა. გადავიდნენ ეკონომიკურად უფრო ძლიერ ქვეყნებში, რომ იქაურობას მოერგონ, იქ იყვნენ სრულფასოვანი მოქალაქეები. და, არა ისე, რომ იქ ყველაფერი მოიკლონ, დააგროვონ და საქართველოში გააგრძელონ ცხოვრება“,- ამბობს სოციოლოგი.
საქსტატის ბოლო 2023 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველოში უთანასწორობის მაჩვენებელი იგივე ნიშნულზე დარჩა და 0.36 შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2006 წლიდან მოყოლებული, როდესაც საქსტატმა აღნიშნული მონაცემების გამოქვეყნება დაიწყო.
ცნობისთვის, ჯინის კოეფიციენტი ქვეყანაში შემოსავლებს შორის განსხვავებას ასახავს, რომელიც 0-დან 1-ის ინტერვალში მოძრაობს. მაგალითად, თუ ჯინის კოეფიციენტი 0-თან ახლოს ან 0-ის ტოლია, ეს იმას ნიშნავს, რომ შემოსავლებს შორის განსხვავება საერთოდ არ არსებობს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ 1-თან ახლოს ან 1-ის ტოლია, მაშინ მოსახლეობის შემოსავლებს შორის განსხვავება საკმაოდ მაღალია.დამუშავება და გამოქვეყნება დაიწყო.
www.bpn.ge
