“ეს პოსტი 6 წლის წინ დავწერე. თავიდან დავდებ – ვატყობ აქტუალობას შეიძენს ისევ. გრძელი პოსტია – მაგრამ ღირს მგონი:
*****
ძალიან გრძელი პოსტი გამოვა , მაგრამ რა გაეწყობა. არის ხალხი, ვინც არც ოცნების ტროლია და არც დაქირავებული ჩათლახი – მართლა აინტერესებთ – რა მოხდა 2008 წლის სექტემბერში, სტრასბურგში და რას წარმოადგენს რეზოლუცია 1633. რეზოლუცია, რომელსაც პროპაგანდონები იყენებენ თავის პრორუსულ ომში…
გებელსის პრინციპი – დააბრალე ზუსტად საპირისპირო, ამოაყირევე საკითხის არსი. მთავარი გამეორების სიხშირეა და არა სიმართლე.
რეზოლუცია 1633 განსახილველად სექტემბერში შეიკრიბა ასამბლეა. ომის მერე კვირებია გასული. ჰაერი ისეთი დაელექტროებულია, რომ ასამბლეის დერეფნებში პერსონალურ კონფლიქტებამდე მიდის საქმე.
რუსეთს მძიმე არტილერია ყავს გამოგზავნილი – კასაჩოვი, მარკოვი, სლუცკი … ასამბლეის სეკრეტარიატი ცდილობს შემოიტანოს ტექსტი, რომელიც ,,დაბალანსებულია” და ყველა მხარეს მოუწოდებს სიმშვიდისკენ… ტიპიური ევროსაბჭოული სერედნიაკი
ზურა ჭიაბერაშვილმა ბევრი იომა და სრული სურათი აღუწერა ყველა დიდ მოთამაშეს. ჩვენი ჩასვლის მომენტისთვის რეპორტიორების ტექსტი უკვე გამკაცრებულია, მაგრა სავსე ,,ნეიტრალური” კლიშეებით.
ნამდვილი ომი გაიმართა. პროგრამა მაქსიმუმის ამოცანები თავიდანვე განისაზრვრა:
– უნდა ითქვას, რომ რუსეთი არღვევს საერთაშორისო წესრიგს და უკანონოდ ახდენს ოკუპაციას;
– უნდა ითქვას, რომ რუსეთმა განახორციელა ეთნოწმენდა;
– უნდა ითქვას, რომ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის აღიარება უკანონოა და უნდა მოთხოვნილ იქნას ამ გადაწყვეტილებების რევერსი;
– უნდა მოთხოვნილ იქნას საერთაშორისო სამშვიდობოები;
– უნდა მოთხოვნილ იქნას საქართველოდან ჯარის გაყვანა;
რუსები გიჟებივით აწვებიან, რომ მთავარი საკითხი იყოს ვინ გახსნა ცეცხლი და განხორციელდა თუ არა ოსი ხალხის გენოციდი.
ჩვენ მხარეს არიან ევროპიული სახალხო პარტია, ალდე – ევროპელი ლიბერალები, ბალტები, სკანდინავები, ბრიტანელთა უმრავლესობა, პოლონეთი, უკრაინა…
არ დამავიწყდებიან ესტონელი კრისტინა ოიულანდი, კვიპროსელი კრისტოს პურგურიდისი, შვედი გორან ლინბლადი, უნგრელი მათიას იორში, დანიელი მაიკლ იენსენი, ლიტველი ზინგერისი … ბევრი გამომრჩება – ბევრი კარგი მეგობარი ჩემი ქვეყნის. მართლა იომეს. ტექსტი რომელიც სანახევროდ იყო საჩვენო – 90 % სრულიად საჩვენოდ აქციეს.
ყველა პუნქტი შევიყვანეთ. – რაც ზემოთ ჩამოვთვალე.
პრობლემად რჩებოდა მე 5 პუნქტი – უშუალოდ ცეცხლის გახსნის შესახებ. ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, დაგვეყენებინა მე 8 პუნქტში ფორმულირება, გადამფარავი ამენდმენტი. ლიტველი მეგობრის ზინგერისის არგუმენტი ყველამ გაიზიარა – რა აზრი აქვს დავას ვინ ისროლა ზარბაზანი საქართველოში. გასროლა ხომ საქართველოში მოხდა. საქართველო თავს არავის დასხმია, ეს საქართველოს დაესხენ თავს – როგორ შეიძლება დაიწყო ომი, როცა შენი ტერიტორიის სიღრმეში უკვე არის მტრის ჯარი – გავანეიტრალოთ ეს პუნქტი მერვე პუნქტით და მთავარია მივაღწიოტ ყველა მიზანს:
– უნდა ითქვას, რომ რუსეთი არღვევს საერთაშორისო წესრიგს და უკანონოდ ახდენს ოკუპაციას;
– უნდა ითქვას, რომ რუსეთმა განახორციელა ეთნოწმენდა;
– უნდა ითქვას, რომ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის აღიარება უკანონოა და უნდა მოთხოვნილ იქნას ამ გადაწყვეტილებების რევერსი;
– უნდა მოთხოვნილ იქნას საერთაშორისო სამშვიდობოები;
– უნდა მოთხოვნილ იქნას საქართველოდან ჯარის გაყვანა;
არ მივცეთ ხმა მეხუთე პუნქტს, თუ მაინც გავიდა გადავფაროთ მე 8 თი. და საბოლოოდ მოვიპოვოთ გამარჯვბა ყველა საჩვენო პოსტულატის დაფიქსირებით.
ასეც მოხდა. რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს მხოლოდ რუსებმა და კომუნისტებმა. ქართველებმა, უკრაინელებმა, ბალტებმა … იპპ, ალდე, დემოკრატები, ლიბერალები ერთად დადგნენ.
დღესაც რეზოლუცია 1633 მთავარი ინსტრუმენტია საერთაშორის ასპარეზზე სადაც რუსეთს კონკრეტული მოთხოვნები აქვს წაყენებული. დღესაც:
– უნდა ითქვას, რომ რუსეთი არღვევს საერთაშორისო წესრიგს და უკანონოდ ახდენს ოკუპაციას;
– უნდა ითქვას, რომ რუსეთმა განახორციელა ეთნოწმენდა;
– უნდა ითქვას, რომ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის აღიარება უკანონოა და უნდა მოთხოვნილ იქნას ამ გადაწყვეტილებების რევერსი;
– უნდა მოთხოვნილ იქნას საერთაშორისო სამშვიდობოები;
– უნდა მოთხოვნილ იქნას საქართველოდან ჯარის გაყვანა;
მარკოვი, კოსაჩოვი, სლუცკი, ლავროვი, იმ კონკრეტულ დიპლომატიურ პერიპეტიაში დამარცხდნენ. დღეს გებელსის პროპაგანდის პრინციპებით მათ საქმეს აგრძელებენ ეს ნაბიჭვრები, რომელიც ჩვეულებრივად შევზე თეთრს ამბობენ. ხოდა რატომ მოგიყევით ეს ამბავი – ალბათ მაინც უნდა იცოდეთ მიუკერძოებელმა ხალხმა.
პს. ჟურნალისტებო -არ დაგეზაროთ, ამოიღეთ 2008 წლის სექტემბრის არქივები. დიდი დიპლომატიური ომი იყო და სიმწრის და ტკივილის მიუხედავად მაშინ, კონკრეტულად სტრასბურგში მოვიგეთ 100 :0″ – წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის ყოფილი წევრი გოკა გაბაშვილი.