ანა დოლიძე – წულუკიანის ფანჩატური „კარაბას-ბარაბასის“ უნიჭო თეატრია

კოალიცია ,,ხალხისთვის – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობას ეხმაურება.
როგორც ანა დოლიძე აღნიშნავს, ხელისუფლება ხალხს პურით ვერ უზრუნველყოფს, სანახაობა კი ს „კარაბას-ბარაბასის უნიჭო თეატრია“.
,,როდესაც პურს ვერ უზრუნველყოფ და პირიქით, მიზანმიმართულად აღარიბებ ხალხს, რაღა დაგრჩენია, სანახაობის მოწყობა. ეს სანახაობაა წულუკიანის ფანჩატური ანუ ე.წ. კომისია. თუმცა, ეს სანახაობა უფრო კარაბას-ბარაბასის უნიჭო თეატრია. მორიგი შენობა ჩამოვარდა, რასაც სიკვდილი მოყვა. მიდის ქართველების გენოციდი, ყველა მხრიდან და ყველა საშუალებით. ესაა საქმე სინამდვილეში”, – წერს ანა დოლიძე.