ბენიამინ ნეთანიაჰუ – ისრაელში დემოკრატია საფრთხეში არ არის, საფრთხე „დიფ სთეითს“ ემუქრება

ისრაელში დემოკრატია საფრთხეში არ არის, საფრთხე „დიფ სთეითს“ ემუქრება, – ამის შესახებ ს პრემიერ-მინისტრმა, მ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ისრაელი დემოკრატიაა და დემოკრატიად დარჩება. დემოკრატია საფრთხეში არ არის. საფრთხეში ბიუროკრატების მმართველობაა. საფრთხე „დიფ სთეითს“ ემუქრება“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ამასთან, სიტყვით გამოსვლისას ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ თუ „ჰამასი“ მძევლებს არ გაათავისუფლებს, მაშინ ისრაელი ტერიტორიებს დაიკავებს.
„ღაზაში ბრძოლა გრძელდება. რაც უფრო დიდხანს იტყვის „ჰამასი“ მძევლების გათავისუფლებაზე უარს, მით უფრო ძლიერი იქნება ჩვენი ზეწოლა. ეს ტერიტორიების დაკავებას მოიცავს და კიდევ ბევრ სხვა რამეს, რასაც ახლა აქ არ ჩამოვთვლი“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი ვარშავის ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე – მმართველი პარტია საქართველოს იზოლაციაში მოქცევას მოსკოვის წაქეზებით ცდილობს – რაც თქვენგან გვჭირდება, არის ყურადღება, ყურადღება და ყურადღება

გიორგი ბაჩიაშვილი – არ ვარ დამნაშავე, მთელი ცხოვრება ქვეყანას ვემსახურე – შურისძიებაა ჩემი მშობლების წინააღმდეგ გამოძიებაც, მამაჩემი ქირურგია და ადამიანებს ეხმარებოდა, დედაჩემი კი ცნობილი ოჯახის ექიმია, ეს არის უნამუსობა, ჩირქის მოცხება