2025 წლის თებერვალში ყოველთვიური ხელფასის მიმღები პირების რაოდენობა წლიურად 1.6%-ით გაიზარდა და 966 305 ადამიანი შეადგინა, – ამის შესახებ ინფორმაცია PMCG-ს ანგარიშშია აღნიშნული.
2025 წლის თებერვალში 326 ათასი დასაქმებულის ხელფასი 1200 ლარიდან 2399-ლარამდე იყო. 600-1199 ლარის ფარგლებშია 192 ათასი პირის ხელფასი, ხოლო 142 ათას ადამიანს ყოველთვიური ხელფასი 0-599 ლარის ფარგლებში აქვს. ყველაზე მეტ ადამიანს (343 000) კი 2400 ლარზე მეტი ხელფასი ჰქონდა.
გარდა ამისა, 2025 წლის თებერვალში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 2.8%-ს შეადგენდა, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.5 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.
