აშშ-ის ელჩი ფარცხალაძეზე: სანქცირება მთავრობებისთვის მინიშნებაა გამოძიებაზე

ელჩი თავის პირველ ინტერვიუში განმარტავს, რა მიზნებს შეიძლება ემსახურებოდეს -ს მიერ დაწესებული სანქციები. მან რადიო თავისუფლებასთან საუბრის დროს ჟურნალისტს ასევე უთხრა, რატომ მოხვდა ქვეყნის ყოფილი მთავარი პროკურორი სანქცირებულთა შორის.
“ზოგიერთი მათგანი ანგარიშვალდებულების ხელშეწყობას, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას ისახავს მიზნად. რუსეთზე სანქციების მიზანია ს სასარგებლოდ რუსეთს მავნე მოქმედებების, აგრეთვე – რუსეთის ომის მანქანის ხელშეწყობის შეჩერება, რომელსაც რუსეთი იყენებს არა მხოლოდ ში აგრესიის განსახორციელებლად, არამედ სხვაგანაც.
ასე რომ, როცა სანქციებს მივმართავთ, ქვეყნებისგან არა მხოლოდ მათ დაცვას მოველით, არამედ, როცა ეს ადამიანები ცალკეული ქვეყნის მოქალაქეები არიან, ეს არის სასარგებლო ინფორმაცია მთავრობებისთვის, მათ მიერ კორუფციის შესაძლო შემთხვევების გამოსაძიებლად, ანდა, ფარცხალაძის შემთხვევაში, „ეფ-ეს-ბე“-სთან ძალიან მჭიდრო შესაძლო ურთიერთქმედების შემთხვევისა. ჩვენ ვურჩევდით მთავრობებს ყველა შემთხვევასთან მიმართებით, ჩვენი სანქციები გამოიყენონ ერთგვარ მინიშნებად, რომელიც შეუძლიათ გამოიძიონ”, – ამბობს ელჩი.
14 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, სანქციები დაუწესდა საქართველოზე რუსეთის მანკიერი ზეგავლენის საპასუხოდ.
ფარცხალაძე რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის, მენეჯმენტის საკონსულტაციო სექტორში მუშაობისთვის ან საქმიანობისთვის მოხვდა სიაში და ფლობს საკონსულტაციო კომპანიებში, შპს MOSCOW BUSINESS BROKERAGE-სა და შპს INTERNATIONAL BUSINESS CORPORATION-ში, 50-პროცენტიან წილს ალექსანდრ ონიშჩენკოსთან ერთად. სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, ონიშჩენკო რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერია.
დოკუმენტის მიხედვით, სავარაუდოდ, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერი ონიშჩენკო დაეხმარა “თანამოაზრე” ფარცხალაძეს რუსული პასპორტის და შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მიღებაშიც. ფარცხალაძეს “სრულად აქვს მიღებული რუსული იდენტობა და რეგულარულად მგზავრობს რუსეთში”. ონიშჩენკო და უშიშროების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს “ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეო გავლენის მოხდენაში იყენებენ”. დოკუმენტში ასევე წერია, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადი სარგებელი მიიღო ონიშჩენკოსა და ФСБ-სთან კავშირით.
აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გამო ოთარ ფარცხალაძეს “აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება” შეეზღუდა და იგივე წესები გავრცელდა საქართველოს საბანკო სექტორზეც.
19 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, რომლის პრეზიდენტის მოვალეობას ყოფილი ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ასრულებს, გამონაკლისი დაუშვა სანქცირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის. ბრძანება, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის სახელით 19 სექტემბერს გამოიცა, გამოქვეყნებისთანავე შევიდა ძალაში. რეგულატორმა ბრძანებაში გაიმეორა მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის არგუმენტები.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ბრძანების შემდეგ, 20 სექტემბერს, თანამდებობიდან გადადგნენ ეროვნული ბანკის სამი ვიცე-პრეზიდენტი და ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი.
იუსტიციის სამინისტროდან უარყოფითი დასკვნის მიღებიდან რამდენიმე დღეში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს მოქალაქეობა შეუწყვიტა.