შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ორი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯიდან წარმატებით მივაღწიეთ პირველს – ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ქვეყანამ მიაღწიოს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს პროგრესს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯიდან, პირველი – კანდიდატის სტატუსი, უკვე მიღწეულია.
მისი თქმით, საქართველო ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი.
„ეს დამსახურებული გადაწყვეტილება არის ჩვენი მტკიცე ერთგულების და სტაბილური პროგრესის დასტური. ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ჩვენმა ქვეყანამ მიაღწიოს მეორე უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს – ევროკავშირის სრულფასოვან წევრობას!“ – წერს შალვა პაპუაშვილი X-ზე (ყოფილი “ტვიტერი”).

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს