“ოცნებაზე“: ძალიან მძიმე დასასრული ექნებათ, ნამდვილი სამსჯავრო ელოდებათ წინ

“მართლმსაჯულების სახლის” თავმჯდომარემ ამბობს, რომ “ოცნებას“ “ნამდვილი სამსაჯავრო ელოდებათ წინ“ და მათ გასასამართლებლად ეს კომისიები და მოსამართლეები არ იქნებიან.

მისი თქმით, “ოცნების “შექმნაში დიდი წვლილი აქვს, თუმცა, ასეთი რეპრესიებისთვის და ასეთი უმსაგვსო საქციელისთვის არ უბრძოლია.

“ივანიშვილმა უნდა აირჩიოს ფინალი, თუ როგორ დაასრულებს“, – ამბობს ბესელია გადაცემა “რეაქციაში“.

ძალიან მძიმე დასასრული ექნებათ, ეს კომისიები კი არ იქნება მათ გასასამართლებლად და ეს მოსამართლეები კი არა, ნამდვილი სამსჯავრო ელოდებათ წინ. ნამდვილად არ ვუსურვებ ამ ბედს, ისე იქცევიან. არაფრით არა თუ უკეთესები არიან წინა რეჟიმზე, არამედ უარესად იქცევიან, მე კიდევ კიდევ უფრო მძიმე პრეტენზიები მაქვს ამ ხალხთან, რადგან დიდი ამაგი მაქვს „ოცნების“ შექმნაში, მაგრამ ასეთი რეპრესიებისთვის და ასეთი უმსაგვსო საქციელისთვის, რასაც კადრულობენ, არ გვიწვალია და არ გვიბრძოლია.

ივანიშვილმა უნდა აირჩიოს ფინალი, თუ როგორ დაასრულებს, მესმის რომ არ არის თავისუფალი ამ გადაწყვეტილებაში, ვხედავ დღის წესრიგს, რომელიც, თითქოს, ერთი ხელით იწერება, მეზობელ ჩრდილოეთში და აქაც, მაგრამ რა მნიშვენლობა აქვს ავტორი და რეჟისორი ვინაა, როდესაც პასუხისმგებლობა ისტორიის წინაშე პირადად მასზე გადავა, შემდეგ კი ყველა იმ ადამიანზე, ვინც მის ხელში იარაღი გახდა, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს